ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Daily Star-ი ირწმუნება, რომ “მანჩესტერ სიტი” და “ნაპოლი” ედინსონ კავანის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. თუკი ყველაფერი გეგმაზომიერად წარიმართება, ურუგვაელი მეგოლე კარიერას ნისლიან ალბიონზე განაგრძობს.
ზემოთთქმული წყაროს ინფორმაციით, “ქალაქელებს” კავანის ტრანსფერი 50 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდებათ. საგულისხმოა, რომ სამხრეთამერიკელის შეძენა მადრიდის “რეალსაც” სურდა, მაგრამ ნეაპოლელთა ფინანსური მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.
ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, კავანის ანგარიშზე 23 გოლია და ბომბარდირთა დავაში ლიდერია.