ფეხბურთი

20:51 | 27.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

Daily Mail: გვარდიოლა რობენს გაყიდის

ინგლისურ პრესას თუ დავუჯერებთ, “ბაიერნის” ჰოლანდიელი შემტევი არიენ რობენი მიუნხენურ გუნდს უახლოეს ზაფხულში დატოვებს და დიდი ალბათობით, პრემიერლიგას მიაშურებს.

როგორც ცნობილია, მომდევნო სეზონიდან, “რეკორდმაისტერს” პეპ გვარდიოლა გაწვრთნის. Daily Mail-ის ცნობით, პირველი ფეხბურთელი, რომელსაც კატალონიელი სპეციალისტი გუნდიდადნ გაუშვებს, არიენ რობენი იქნება. გვარდიოლას აზრით, რობენის შემტევი შესაძლებლობები შეზღუდულია, რის გამოც, მას ის არ სჭირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, რობენს, რომელმაც მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 მატჩში 9 გოლი გაიტანა, ინგლისური გუნდები ეპატიჟებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110441