რაგბი

19:36 | 14.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

დაძაბული მატჩის მოლოდინში

 

საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელებმა, 2014 წლის ერთა თასისა და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ფინალურ მატჩამდე 24 საათით ადრე, ტრადიციული პრესკონფერენცია გამართეს.

მანამდე გეტყვით, რომ დღეს შუადღისას “მიხეილ მესხის” სალაროები უკვე დაკეტილი იყო და აცხადებდნენ, რომ გასაყიდი ბილეთები აღარ დარჩა. სამაგიეროდ, იქვე აქტიურად მოღვაწეობდა ათამდე გადამყიდველი და მათ ხელთ ბილეთები მრავლად ეპყრათ. ისინი 3-ლარიან ბილეთებს 5 ლარად ჰყიდნენ, თუმცა, მათ შორის ისეთებიც იყვნენ, რომლებმაც ბილეთების გაყიდვა ხვალამდე იმ იმედით გადადეს, რომ თამაშის წინ უფრო სარფიანად ივაჭრებენ.

მოკლედ, გადამყიდველებს ბილეთები ხელში თუ არ შერჩათ, წესით “მიხეილ მესხი” პირთამდე უნდა შეივსოსო. ხვალინდელ თამაშს დაესწრება რუმინეთის პრემიერმინისტრი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის, მაგრამ ეს ვიზიტი 15 მარტს სპეციალურად დაამთხვია.

პრესკონფერენციაზე პირველი რუმინეთის ნაკრების უელსელი მთავარი მწვრთნელი ლინ ჰაუელსი და კაპიტანი მიხაი მაკოვეი გამოცხადდნენ.

ლინ ჰაუელსი: “დაძაბული თამაშის მოლოდინში ვართ. ვფიქრობ, ორი ისეთი გუნდის დაპირისპირება, რომლებმაც მსოფლიო თასის საგზური უკვე გაინაღდეს და ამ კუთხით წნეხი მოიხსნეს, მაყურებელს სანახაობრივ თამაშს შესთავაზებს. ვიცით, რომ სტადიონი პირთამდე იქნება სავსე და ეს ჩვენს მოტივაციას კიდევ უფრო ზრდის. ვეცდებით ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრს დავანახოთ, რომ რაგბი ჩვენს ქვეყანაში ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობაა და ეგებ ამით ჩვენდამი ყურადღება კიდევ უფრო გაიზარდოს.

მოედნის საფარი ძალიან კარგია და ორი თანაბარი ძალის გუნდს ყველა პირობა აქვს საიმისოდ შექმნილი, რომ მაყურებელს ლამაზი რაგბი აჩვენოს. ჩვენი უმთავრესი მიზანი მსოფლიო თასზე მოხვედრა იყო და დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ იმას, თუ რომელ ჯგუფში მოვხვდებით. ახალი ზელანდია იქნება თუ საფრანგეთი, ან ნებისმიერი სხვა გუნდი, ყველასთან მაქსიმალური მონდომებით უნდა ვითამაშოთ. თუმცა, მე როგორც უელსელს, ძალიან მინდა ახალ ზელანდიას კარდიფში, “მილენიუმზე” დავუხვდე”.

მიხაი მაკოვეი: “ბედნიერი ვარ, სავსე ტრიბუნების წინაშე რომ მომიწევს თამაში. იმედია, თავს კარგად წარმოვაჩენთ. დიდი პატივია იმ სტადიონზე თამაში, სადაც რაგბის უმაღლესი ჯილდო - “ვებ ელისის თასი” იქნება წარმოდგენილი”.

“მსოფლიო სპორტმა” სტუმრებს ჰკითხა, რა გავლენას იქონიებს თამაშზე ის ფაქტი, რომ ევროპული რაგბის მმართველი ორგანიზაციის (FIRA) პრეზიდენტი რუმინელია, რაზეც რუმინეთის რაგბის კავშირის პრეს-ატაშე ლუჩან ლორინიმ გვიპასუხა: “არანაირს”. ხოლო თბილისის “ლოკომოტივის” აღზრდილ კვაჭ ოთარ ტურაშვილის უთამაშებლობის მიზეზად (მან რუმინეთის ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე მატჩი ჩაატარა, თუმცა, წელს გამოძახებულთა შორის ერთხელაც ვერ მოხვდა) ტრავმა დაასახელა.

მილტონ ჰეიგი: “გუნდში წინა მატჩისგან განსხვავებით რამდენიმე ცვლილებაა. სასიხარულოა, რომ ტრავმების შემდეგ დავით ზირაქაშვილი და მიხეილ ნარიაშვილი დაგვიბრუნდნენ. მხოლოდ შერკინებაში, სულ ხუთი ცვლილება განვახორციელეთ. რუმინეთის ნაკრები ერთა თასის სხვა მონაწილეებისგან სრულიად განსხვავებული გუნდია, რაც ჩვენს განწყობაზეც აისახება და იმედია, ამჯერად კარგად ვითამაშებთ.

სამოაც სულ სხვა გუნდი იყო და მასთან სხვაგვარი თამაში გვქონდა. მაშინ ისე ვიცავდით თავს, თითქოს მის შედეგზე იყო დამოკიდებული სიკვდილ-სიცოცხლე. დაახლოებით 230 ბოჭვა გავაკეთეთ და ჩვენი შესაძლებლობებიც მაქსიმალურად გამოვიყენეთ. ევროპის ერთა თასზე სულ სხვა დონის გუნდებთან გვიწევს თამაში. ძლიერთან მოგებას სულ სხვა გემო აქვს, აქ კი, შედარებით სუსტ მეტოქეებს ვეთამაშებით და თავს ექსპერიმენტების უფლებას ვაძლევთ. უფრო მეტს ვფიქრობთ შეტევით კომბინაციებზე და გეგმების განხორციელებაზე. ბოლო ოთხი თამაში სამოასთან მატჩს ხარისხით ვერ გაუტოლდება, მაგრამ პროგრესი მაინც თვალშისაცემია.

შეკრებებზე რამდენჯერმე გვყავდა ახალგაზრდული ნაკრების უკანახაზელები, მაგრამ უახლოეს პერიოდში მათი გუნდში აყვანაზე საუბარიც არაა. უბრალოდ, ჩვენ მათ ვაჩვევთ ეროვნული გუნდის სიტუაციას, ისინი კარგი მორაგბეები არიან და მომავალში უპირველეს გუნდში თამაშის შანსი აუცილებლად ექნებათ.

ფაქტი, რომ საქართველოში მსოფლიო თასი ჩამოიტანეს, იმ ადამიანებს შორისაც კი, ვინც რაგბის ქომაგები არ არიან, დიდ ემოციას იწვევს. პირადად ჩემთვის და რაგბის გულშემატკივრებისთვის ეს კიდევ უფრო მეტს ნიშნავს, ენით აუღწერელი ბედნიერებაა. ჩვენი მიზანი მსოფლიო თასზე C ჯგუფში მოხვედრაა და ხვალ ამ მიზნის მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებთ”.

2014 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი

მეორე წრე. მეხუთე რაუნდი

15 მარტი

თბილისი. “მიხეილ მესხი”. 17:00 საათი

საქართველო - რუმინეთი

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (“ვიენი”, საფრანგეთი, 76 კეპი, 538 ქულა), 14. ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი, კაპ., 71, 120), 13. დავით კაჭარავა (“ენისეი”, რუსეთი, 71, 70), 12. მერაბ შარიქაძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი, 22, 35), 11. თამაზ მჭედლიძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი, 14, 15), 10. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი, 30, 15), 9. გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი, 21, 0); 1. მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელე”, საფრანგეთი, 17, 5), 2. ჯაბა ბრეგვაძე (“ტულუზა”, საფრანგეთი, 23, 5), 3. დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 43, 40), 4. კოტე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი, 19, 5), 5. ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი, 60, 15), 6. ვიტო კოლელიშვილი (“ლიონი”, საფრანგეთი, 27, 15), 7. მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 56, 120), 8. დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია, 31, 25).

სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი, 20, 5), 17. ანტონ ფეიქრიშვილი (“კასტრი”, საფრანგეთი, 11, 0), 18. ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი, 14, 15), 19. გიორგი ნემსაძე (“ტარბი”, საფრანგეთი, 37, 35), 20. გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი, 74, 50), 21. ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი, 10, 0), 22. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 75, 110), 23. ლაშა მალაღურაძე (“ბანიერი”, საფრანგეთი, 45, 107).

განაცხადში ვერ მოხვდნენ: ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი, 7, 0), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი, 15, 0), გიორგი თხილაიშვილი (“არმია”, თბილისი, 10, 5), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 41, 5); ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი, 14, 52), ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო”, თბილისი, 14, 29).

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)

მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე, მაიკლ ბრედლი (ირლანდია), დიდიე ბესი (საფრანგეთი)

რუმინეთი: 15. კატალინ ფერკუ (“ტიმიშოარა”, რუმინეთი), 14. მადალინ ლემნარუ (“ტიმიშოარა”, რუმინეთი), 13. ქსაბა გალი (“ბაია მარე”, რუმინეთი), 12. რობერტ დესკალუ (“სტიაუა”, რუმინეთი), 11. იონუც დუმიტრუ (“სტიაუა”, რუმინეთი), 10. ფლორინ ვლაიკუ (“ფარული”, რუმინეთი), 9. ვალენტინ კალაფეტიანუ (“ტიმიშოარა”, რუმინეთი); 1. მიჰაიტა ლაზარი (“კასტრი”, საფრანგეთი), 2. ანდრეი რადოი (“ეალინგ ტრაილფინდერსი”, ინგლისი), 3. პაულიცა იონი (“პერპინიანი”, საფრანგეთი), 4. მარიუს სირბე (“ტარბი”, საფრანგეთი), 5. ვალენტინ პოპირლანი (“ტიმიშოარა”, რუმინეთი), 6. ვიორელ ლუკაჩი (“სტიაუა”, რუმინეთი), 7. მიჰაი მაკოვეი (“სენტ ნაზერი”, საფრანგეთი, კაპ.), 8. სტელიან ბურკეა (“ტიმიშოარა”, რუმინეთი).

სათადარიგოები: 16. ეუჯინ კაპატანა (“ტიმიშოარა”, რუმინეთი), 17, ანდრეი ურსაჩე (“კარკასონი”, საფრანგეთი), 18. ჰორაციუ პუნგეა (“სკარლეტსი”, უელსი), 19. კრისტიან მუნტეანუ (USRP), 20. ვლად ნისტორი (“კასტრი”, საფრანგეთი), 21. დორინ მანოლე (“ორტეზი”, საფრანგეთი), 22. ფლორინ სურუჯუ (“ბუქარესტი”, რუმინეთი), 23. კრისტიან ედინისი (“ბაია მარე”, რუმინეთი).

მთავარი მწვრთნელი: ლინ ჰაუელსი (უელსი)

 

პორტუგალია - ესპანეთი

ბელგია - რუსეთი

 

1          რუმინეთი                    9          8           1          0          233-84             38
2 საქართველო 9 8 1 0 264-97 37
3 რუსეთი 9 5 0 4 185-229 23
4 პორტუგალია 9 2 1 6 121-194 11
5 ესპანეთი 9 1 2 6 131-219 11
6 ბელგია 9 0 1 8 114-225 6

 

საქართველოსა და რუმინეთის ყველა მატჩი

17 (7 შინ, 8 სტუმრად, 2 ნეიტრალურზე) 8-8-1; ქ.: 310:324; ლ.: 26:29

1998 წელი. 18 ნოემბერი

დუბლინი (ირლანდია). მსოფლიო თასის შესარჩევი

რუმინეთი - საქართველო 27:23

2000 წელი. 2 აპრილი

თბილისი. “ეროვნული”. ერთა თასი

საქართველო - რუმინეთი 20:23

2001 წელი. 7 აპრილი

ბუქარესტი. ერთა თასი

რუმინეთი - საქართველო 20:31

2002 წელი. 6 აპრილი

თბილისი. “ეროვნული”. ერთა თასი+ა.ნ.თ.

საქართველო - რუმინეთი 23:31

2003 წელი. 30 მარტი

თბილისი. “ეროვნული”. ერთა თასი+ა.ნ.თ.

საქართველო - რუმინეთი 6:19

2004 წელი. 27 მარტი

იაში (რუმინეთი). ერთა თასი+ა.ნ.თ.

რუმინეთი - საქართველო 25:18

2005 წელი. 12 მარტი

თბილისი. “ეროვნული”. ერთა თასი+ა.ნ.თ.

საქართველო - რუმინეთი 20:13

2006 წელი. 25 თებერვალი

ბუქარესტი. ერთა თასი+ა.ნ.თ.

რუმინეთი - საქართველო 35:10

2006 წელი. 7 ოქტომბერი

ბუქარესტი. მსოფლიო თასის შესარჩევი

რუმინეთი - საქართველო 20:8

2007 წელი. 3 თებერვალი

ბუქარესტი. ერთა თასი+ა.ნ.თ.

რუმინეთი - საქართველო 17:20

2008 წელი. 9 თებერვალი

თბილისი. “მიხეილ მესხი”. ერთა თასი+ა.ნ.თ.

საქართველო - რუმინეთი 22:7

2009 წელი. 14 მარტი

თბილისი. “ეროვნული”. ერთა თასი+ა.ნ.თ.

საქართველო - რუმინეთი 28:23

2010 წელი. 13 მარტი

ბუქარესტი. ერთა თასი+ა.ნ.თ.

რუმინეთი - საქართველო 22:10

2011 წელი. 12 მარტი

თბილისი. “მიხეილ მესხი”. ერთა თასი+ა.ნ.თ.

საქართველო - რუმინეთი 18:11

2011 წელი. 28 სექტემბერი

ახალი ზელანდია. პამერსთონი. მსოფლიო თასი

საქართველო - რუმინეთი 25:9

2012 წელი. 10 მარტი

ბუქარესტი. ერთა თასი+ა.ნ.თ.

რუმინეთი - საქართველო 13:19

2013 წელი. 16 მარტი

ბუქარესტი. ერთა თასი+ა.ნ.თ.

რუმინეთი - საქართველო 9:9

0.103885