”დაანებეთ ჩემს ცოლს თავი!” - ეს უკვდავი ფრაზა არც მეტი, არც ნაკლები, იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” გოლკიპერს, ჯიჯი ბუფონს წამოსცდა, რომელიც ვერა და ვერ შეეგუა იმ ფაქტს, რომ მისი ცოლიც ცნობილი სახეა და ბულვარულ მედიას ფეხბურთელების ცოლებიც ძალიან აინტერესებს.
ჯიჯის ცოლი, ჩეხი მოდელი ალენა სერედოვა, იტალიელი “ყვითელი” გამოცემებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მსუყე “საკბილოა” და სადაც კი ამ ქალს მოიხელთებენ, სულ მათი ოჯახის შესახებ უსვამენ კითხვებს. ჰოდა, ამასწინათ ერთ-ერთი პაპარაცი ბუფონებს ლამის სახლში შეეჭრა, გინდა თუ არა, თქვენი ფოტოები უნდა გადავიღოო. აი სწორედ მაშინ წამოსცდა ბუფონს, სათაურში ნახსენები ”საბედისწერო” სიტყვები...