ფეხბურთი

13:27 | 16.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ცხინვალის “სპარტაკმა” სპარინგში “სიონს” აჯობა

მოსამზადებელ პერიოდში ცხინვალის “სპარტაკმა” მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ბოლნისში, “თამაზ სტეფანიაზე” ადგილობრივ “სიონს” 2:0 აჯობა. ამის შესახებ, საფეხბურთო კლუბ “სპარტაკის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

ბოლნისელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი კიკნაძემ გუნდი შემდეგი შემადგენლობით ათამაშა:

მერლანი, ტვილდიანი, დ. სვანიძე (კაპ.), ქემოკლიძე, დ. ფოფხაძე, გოგობერიშვილი, განუგრავა, გ. იოსელიანი, პარუნაშვილი, ბიბილეიშვილი, კრისტიან ობინა.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ბობღიაშვილი, ჩხეტიანი, თოთაძე, ლემონჯავა, ჯოჯუა, ცხადაია, მიკუჩაძე, უგრეხელიძე, ჯ. უგულავა.

“სპარტაკის” თავკაცის ვლადიმერ ხაჩიძის არჩევანი ასეთი იყო:

ნადირაძე, შონია (კაპ.) (გუგა კიკნაძე, 62), მგელაძე (ქურდაძე, 60), ვარლამ კილასონია (ხუბეჟოვი, 71), კოტე ხიზანეიშვილი, თუხარელი (ცერცვაძე, 55), კვეკვესკირი (კაკაშვილი, 60), ბურძენაძე (ჭაფოძე, 53), თექთურმანიძე (კემუხტაშვილი, 53), ჩაფიძე (ნანიევი, 46), მეტრეველი (მაქაცარია, 76).

მატჩის 25-ე წუთზე ანგარიში თორნიკე თუხარელმა გახსნა, რომელმაც ნიკა კვეკვესკირის ზუსტი გადაცემა გამოიყენა. 34-ე წუთზე ბოლნისელთა კარი მეორედ გიორგი თექთურმანიძემ აიღო.

ფოტო  fcspartak.ge 

0.117562