ფეხბურთი

17:10 | 20.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძემ “ინტერიდან” ოთხი ქართველი გაუშვა

აზერბაიჯანის პრემიელიგაში მოასპარეზე ბაქოს “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გუნდიდან ოთხი ქართველი ფეხბურთელი დაითხოვა.

“ინტერის” ოფიცალური ვებგვერდის ცნობით, მომავალ სეზონში კლუბში აღარ ითამაშებენ მეკარე რევაზ თევდორაძე, მცველები ვალერი აბრამიძე და ილია კანდელაკი, ასევე თავდამსხმელი გიორგი ადამია.

ქართველი ლეგიონერებიდან გუნდში მხოლოდ მეკარე გიორგი ლომაია და ფორვარდი ბაჩანა ცხადაძე დარჩნენ.

პრემიერლიგის ბოლოსწინა ტურის შემდეგ, როდესაც “ინტერმა” ზაქათალის “სიმურგთან” წააგო და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, ცხადაძემ განაცხადა, რომ გუნდში დარჩენის შემთხვევაში რადიკალურ რეფორმებს გაატარებდა. ის ზაფხულს არ დაელოდა და შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელება დაიწყო. ქართველებამდე ცხადაძემ გუნდიდან პეტერ ზლატინოვი, ვლადიმირ ლევინი და ტალეს შუცი გაუშვა.


თეგებიცხადაძე
0.112841