ფეხბურთი

19:35 | 28.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძე ნაკრებში გოლით მოდის

აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის 24-ე ტურში, თავი ბაჩანა ცხადაძემ გამოიჩინა.

ბაქოს “ინტერი”, რომელსაც კახა ცხადაძე წვრთნის, სტუმრად “ხაზარ-ლენქორანს” დაუზავდა – 1:1 . ბაქოელებმა ანგარიში 31-ე წუთზე გახსნეს, როდესაც უმცროსმა ცხადაძემ პენალტი ზუსტად შეასრულა, თუმცა, უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და საბოლოოდ ქულას დასჯერდნენ.

“ინტერში” გიორგი ლომაიამ და ლაშა სალუქვაძემ სრულად ითამაშეს, ხოლო ცხადაძე, მეორე ტაიმის მსვლელობის დროს ალექსანდრე იაშვილმა შეცვალა. მიმდინარე სეზონში, ბაჩანა ცხადაძემ 18 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ სალუქვაძე და ცხადაძე საქართველოს ნაკრებში არიან მიწვეულნი 5 მარტს ლიხტენშტეინთან თბილისში გასამართი ამხანაგური მატჩისთვის. “ინტერს” 39 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.

აგდამის “ყარაბაღმა”, რომლის ღირსებასაც ნიკა გელაშვილი და ჯაბა დვალი იცავენ, გასვლაზე ბაქოს “ნეფთჩი” 4:1 დაამარცხა. დვალი თადარიგში იყო, მაგრამ მოედანზე შესვლა არ მოუწია. გელაშვილი 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა. “ყარაბაღი” ჩემპიონატს 49 ქულით ლიდერობს.  

ზაქათალის “სიმურგმა”, რომლის მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძეა, თავის მოედანზე “გაბალას” ვერ მოუგო – 0:0. “სიმურგი” 30 ქულით მეშვიდეა.

0.121723