იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანის “ინტერის” აქციათა საკონტროლო პაკეტის გაყიდვა უახლოეს დღეებში დასრულდება.
როგორც ცნობილია, მასიმო მორატი მოლაპარაკებებს ინდონეზიელ ბიზნესმენთან, ერიკ ტოჰირთან აწარმოებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან და ტოჰირის “ინტერის” ახალ მესაკუთრედ პრეზენტაცია “იუვენტუსთან” გასამართ მატჩამდე მოხდება.
“ინტერი” და “იუვენტუსი” ერთმანეთს 14 სექტემბერს, მილანში შეხვდებიან.