ჩოგბურთი

21:54 | 18.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცონგა ფედერერს ემუქრება

ავსტრალიის ღია პრველობის მესამე წრეში ჟო-ვილფრიდ ცონგამ თანამემამულე ჟილ სიმონს 7:6, 6:4, 6:2 მოუგო და მერვედფინალში ავსტრალიის ღია პირველობის ოთხგზის ჩემპიონ როჯერ ფედერერს შეხვდება. სიმონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ცონგამ სიმონთან მატჩსა და ფედერერთან მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

“ვფიქრობ, დღეს კარგად ვითამაშე. მთლიანობაშიც კარგი მატჩი გამოგვივიდა. თავიდან ცოტათი შებოჭილად ვასპარეზობდი, შემდეგ კი ბრწყინვალედ ავთამაშდი. სამომავლოდაც ბევრს ვიშრომებ, რათა კლასი კიდევ უფრო ავიმაღლო. შარშან მელბურნში ფედერერმა დამამარცხა, ისე კი, სადიდსლემო ტურნირებზე როჯერთან ორჯერ მაქვს მოგებული და იგივეს წლევანდელ მევედფინალშიც შევეცდები. მით უმეტეს, თავს მშვენივრად ვგრძნობ. ფედერერთან ნებისმიერი დაპირისპირება კი მეტად სასიამოვნოა”, - ამბობს 28 წლის ჟო-ვილფრიდი, რომელმაც 2008 წელს ავსტრალიის ღია პირველობის ფინალამდე გააღწია.

შეგახსენებთ, 2008-ში ნოვაკ ჯოკოვიჩმა პირველად მოიგო წლის საწყისი სადიდსლემო ტურნირი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115223