კალათბურთი

0:30 | 4.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძის “დონეცკმა” პოლონეთში იმარჯვა

გიორგი ცინცაძის “დონეცკმა” ვთბ-ლიგაში მორიგი გამარჯვება იზეიმა. უკრაინულმა გუნდმა პოლონეთში “ტუროვთან” მძიმე ბრძოლა გადაიტანა და ოვერტაიმში 108:104 მოიგო.

ქართველი კალათბურთელი სტუმართა სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 14:50 წუთში კი 2 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ცინცაძემ 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა და ერთხელაც ბურთი დაკარგა.

დონეცკელებს ტრადიციულად ამერიკელმა კალათბურთელებმა ულიდერეს. ბენ მაკკოლიმ 28 ქულა ჩააგდო, ხოლო ბერნარდ კინგმა კი 26 ქულას 9 პასი წაამატა.

ცინცაძის კლუბი 3 მოგებით და 1 მარცხით ვთბ-ლიგის A ჯგუფში მე-2 ადგილზე იმყოფება. “დონეცკს” მომდევნო შეხვედრა 11 ნოემბერს ელის, როდესაც კრასნოიარსკის “ენისეის” ესტუმრება.

უკრაინის სუპერლიგაში ლევან ფაცაციას “დნიპროაზოტი” იუჟნის “ხიმიკს” დაუხვდა და მიჯრით მე-4 მარცხი განიცადა. ქართველმა კალათბურთელმა 17:39 წუთს ითამაშა და ორქულიანი, სამქულიანი და 2 საჯარიმო ააცილა.

ფაცაციას აქტივში 2 მოხსნა და 1 დაფარება ჰქონდა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერ დაჯარიმდნენ.

0.116905