კალათბურთი

1:42 | 23.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძის “დონეცკმა” ლიდერობა დათმო

ფაცაციას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა


გიორგი ცინცაძის “დონეცკმა” უკრაინული სუპერლიგის მორიგ შეხვედრაში “ხიმიკთან” 86:95 წააგო და ლიდერობა სწორედ იუჟნელებს გადააბარა. მატჩის ბედი ფაქტობრივად პირველ ტაიმში გადაწყდა, რომელიც დონეცკელებმა 20 ქულით დათმეს.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანზე გატარებულ 21:57 წუთში 5 ქულა, 1 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. გიორგიმ 6-დან 1 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

ამერიკელმა დარელ მიტჩელმა, რომელიც “დონეცკმა” სულ ახლახანს გადაიბირა და ცინცაძის კონკურენტად ითვლება, 13:54 წუთში 5 ქულა ჩააგდო და 4 დაკარგვა ჰქონდა. კიდევ ერთმა ამერიკელმა ბენ მაკკოლიმ მასპინძლებს 23 ქულა შესძინა.

“დონეცკს” 12 მატჩში მე-2 მარცხი შეემთხვა და როგორც აღვნიშნეთ, მე-2 ადგილამდე დაქვეითდა, მომდევნო მატჩს კი უკვე მომავალ წელს, 9 იანვარს, “კრივბასის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

მარცხი შეემთხვა “დნიპროაზოტსაც”, რომლის ღირსებასაც ლევან ფაცაცია იცავს. დნიპროძერჟინსკელებმა ზაპოროჟიეში “ფერო-ზნტუ”-სთან 68:79 წააგეს, ქართველმა ფორვარდმა კი 28:51 წუთში 13 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა და ორმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა.

ლევანი სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და 8-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს და 2-ჯერ დაჯარიმდა.

“დნიპროაზოტს” 9 მატჩში ერთადერთი გამარჯვება გააჩნია და 14-გუნდიან ლიგაში უკანასკნელ პოზიციაზე იმყოფება. ფაცაციას კლუბი შემდეგ შეხვედრას 27 დეკემბერს “ოდესასთან” გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112942