კალათბურთი

14:34 | 4.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძემ სეზონი დაასრულა

გიორგი ცინცაძის “ჩემპვილმა” ლიბანური სეზონი მეოთხედფინალში დაასრულა. ქართველი კალათბურთელის გუნდი ფავორიტად მიჩნეულ “ალ რიადისთან” მე-3 გადამწყვეტ შეხვედრაში 60:104 განადგურდა და სერია 1:2 დათმო.

ცინცაძემ მოედანზე 28 წუთი გაატარა, თუმცა, თამაში აშკარად არ წაუვიდა. გიორგიმ 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 5 სამქულიანი კი ააცილა და 4 ქულას დასჯერდა.

ქართველი უკანახაზელის აქტივში 2 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრაც იყო. ცინცაძემ ბურთი 2-ჯერ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა. 

 

0.117354