სხვა

0:40 | 17.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩოგბურთელები ერთეულთა ტურნირს გამოეთიშნენ

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიურ ფესტივალზე მორიგი მატჩები ჩაატარეს ქართველმა ჩოგბურთელებმა. გოგონათა ტურნირში მე-12 ნომრად განთესილმა მარიამ ბოლქვაძემ ბელგიელ ვიდერსჰოვენს 6:2, 6:2 სძლია, მერვედფინალში კი სლოვაკ კუზმოვასთან (მე-8 განთესვა) 0:6, 4:6 წააგო. თავის მხრივ, მე-2 წრეში გერმანელ ვოლფთან დამარცხდა ანა ახალკაცი – 1:6, 2:6.

დღეს, წყვილთა ტურნირის მერვედფინალში ბოლქვაძე და ახალკაცი ჩეხურ დუეტს (ჩიჰოვა-კოლაროვა) ეთამაშებიან.

​მძლეოსნობაში ნათელა უშიკიშვილმა (ბადროს ტყორცნა) კვალიფიკაცია ვერ გაიარა, ხოლო მოცურავე აკაკი ვაშაკიძე (100 მეტრი ბატერფლაი) მეათე შედეგით აჩვენა (57.41).

დღესვე, მძლეოსნობაში ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ მარიამ ძაგნიძე (სიგრძეზე ხტომა), გიორგი ონიანი (უროს ტყორცნა) და გოგა მაღლაკელიძე (სამხტომი)

​17 აპრილს საქმეში ვნახავთ ევროპის ჩემპიონ მარიამ ჯანაშვილსაც, ვაჟ ძიუდოისტთა ტურნირში კი გიორგი კაციაშვილი და სიმონ მამარდაშვილი სცდიან ბედს.

0.119118