სუპერლიგის მრავალგზის ჩემპიონის “რუსთავის” ფორვარდმა მიხეილ ჭოჭუამ (10. 04. 87, 193 სმ, 90 კგ) მუხლის ტრავმა მოირჩინა და ახალი, 2013-14 წლების სეზონისთვის ემზადება.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად ჭოჭუამ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ჭოჭუა 2012-13 წლების სეზონში ტრავმებმა შეაწუხეს და თითქმის არ უთამაშია.
სეზონის მიწურულს მიშა იძულებული გახდა მენისკის ოპერაცია გაეკეთებინა, სხვადასხვა კლუბებიდან მიწვევის მიუხედავად, ჭოჭუას ჯერ არჩევანი არ გაუკეთებია და ჯერჯერობით ინდივიდუალურად ვარჯიშობს.