“ვიტ ჯორჯიამ” პირველად გაუშვა გოლები და პირველი მატჩი წააგო, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ამჯერად მეტოქე უფრო ძლიერი ჰყავდა, ვიდრე საწყის ორ ტურში. “ჩიხურამ” უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო. საკვირველი არაფერია – სოსო ფრუიძეს უფრო გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს.
საწყის ნახევარ საათში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით, რომ “ჩიხურა” შედარებით მწვავედ უტევდა. აქტიურობდა ბესიკ დეკანოიძე და თითქმის ყველა იერიშში მონაწილეობდა. ჯავაშვილმა და გაბედავამ გაცვალეს სახიფათო დარტყმები, ხოლო 38-ე წუთზე ისევ დეკანოიძემ შეაწუხა მცველები, კარგი გარღვევის შემდეგ დაარტყა და მეკარე ნიკა დაუშვილი დაუხვდა ბურთს.
“ჩიხურამ” მაინც მოახერხა შესვენებამდე გატანა: დავით ოდიკაძემ კუთხურიდან ჩააწოდა, დაბალი ტრაექტორიის ბურთს ყველა ასცდა და გიორგი დათუნაიშვილმა დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან ისე დაარტყა, ხელს არავინ უშლიდა – 0:1. ამ მომენტში ძალიან ინერტული იყო ვიტელთა დაცვა.
თამაში მეტწილად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა. ასე იყო პირველ ნახევარში და მეორის დასაწყისშიც, თუმცა დაახლოებით მე-60 წუთიდან იმატა სიმწვავემ. აი, დეკანოიძემ ისევ გაინავარდა საჯარიმოში, ბურთი დაბალი ტრაექტორიით ჩააწოდა და დიმიტრი ტატანაშვილმა დასწრებაზე ხარიხას მოარტყა. თუმცა ერთ წუთში “ტატანამ” მაინც გაიტანა – ლაშა ჩიკვაიძის მარცხნიდან ჩაწოდების შემდეგ, ახლოდან ზუსტად დაარტყა და ანგარიში 0:2 გახდა.
“ვიტ ჯორჯიამ” სწორედ ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ შექმნა სახიფათო მომენტები და მეკარე რევაზ თევდორაძეს სამჯერ მოუწია რთული ბურთის მოგერიება: ოთარ ჯავაშვილს, ელგუჯა ლობჯანიძესა და გიორგი ჯანელიძეს არ გაატანინა. ეს ყველაფერი 10-წუთიან მონაკვეთში მოხდა. არადა, ერთი გოლი ინტრიგას დაუტოვებდა მატჩს.
თევდორაძის მსგავსად, ბოლო წუთზე “ვიტ ჯორჯიას” მეკარემაც გამოიჩინა თავი – დავით ოდიკაძის დარტყმული პენალტი მოიგერია და დამატებაზე რატი წინამძღვრიშვილსაც გადაეღობა. პენალტი კი იმიტომ დაინიშნა, რომ გიორგი მჭედლიშვილს ლაშა ჭელიძის დარტყმული ბურთი ხელზე მოხვდა.
მატჩის შემდეგ დიმიტრი ტატანაშვილსა და გურამ ადამაძეს შორის მოხდა ინციდენტი, რომელიც ჯერ კიდევ მეორე ნახევრის დასაწყისში დაიწყო სიტყვიერი შელაპარაკებით – მაშინ ორივე მათგანს გაფრთხილება მისცეს. თამაშის შემდეგ, გასახდელისკენ მიმავალ გზაზე დაიძაბა სიტუაცია, თუმცა რამდენიმე წუთში განიმუხტა.
“ვიტ ჯორჯია” (თბილისი) – “ჩიხურა” (საჩხერე) 0:2 (0:1)
25.08. 17:00. მცხეთა. “მცხეთა პარკი”. 200 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია: დაუშვილი, მჭედლიშვილი, ადამაძე, კასრაძე, ჯავაშვილი, სიჭინავა (პავლიაშვილი 55), წყაროზია (ღიბრაძე 46), კორიფაძე, დავლაშელიძე, ჯანელიძე, ლობჯანიძე.
მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე.
ჩიხურა: თევდორაძე, ოდიკაძე, ლაშა ჭელიძე, რეხვიაშვილი, კაშია (ჩიკვაიძე 46), ქიმაძე, ბეჭვაია, დათუნაიშვილი (ლომაშვილი 73), დეკანოიძე, გაბედავა, ტატანაშვილი (წინამძღვრიშვილი 84).
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.
გოლები: 0:1 დათუნაიშვილი (44), 0:2 ტატანაშვილი (64). L
გაფრთხილება: დავლაშელიძე (33), ადამაძე (56), ტატანაშვილი (56), ჯანელიძე (70), მჭედლიშვილი (90).
90-ე წუთზე ოდიკაძემ ვერ გამოიყენა პენალტი (მეკარე).
მსაჯი: ბაკურ ნინუა.
25-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი
III ტური. 25 აგვისტო
მერანი (მარტვილი) – ზუგდიდი 2:0 (1:0)
გოლი: 1:0 შოთა ბაბუნაშვილი (42), 2:0 ლაშა კუჭუხიძე (93)
სიონი (ბოლნისი) – გურია (ლანჩხუთი) 2:0 (1:0)
გოლი: 1:0 ჯაბა უგულავა (45), 2:0 გიორგი კახელიშვილი (62)
26 აგვისტო
მეტალურგი (რუსთავი) – ზესტაფონი
გადაიდო
დინამო (თბილისი) – სპარტაკი (ცხინვალი)
ტორპედო (ქუთაისი) – დილა (გორი)
მეგოლეები:
3 – გრიგოლ დოლიძე (“დილა”), დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”)
1 | ჩიხურა | 3 | 2 | 0 | 1 | 7:4 | 6 |
2 | სიონი | 3 | 2 | 0 | 1 | 5:2 | 6 |
3 | მერანი | 3 | 2 | 0 | 1 | 4:2 | 6 |
4 | მეტალურგი |
2 | 1 | 1 | 0 | 4:3 | 4 |
5 | ტორპედო | 2 | 1 | 1 | 0 | 4:3 | 4 |
6 | ვიტ ჯორჯია | 3 | 1 | 1 | 1 | 3:2 | 4 |
7 | დინამო თბილისი | 2 | 1 | 1 | 0 | 3:2 | 4 |
8 | დილა | 2 | 1 | 1 | 0 | 3:2 | 4 |
9 | გურია |
3 | 1 | 0 | 2 | 1:5 | 3 |
10 | ზუგდიდი |
3 | 0 | 1 | 2 | 1:5 | 1 |
11 | ზესტაფონი | 2 | 0 | 0 | 2 | 3:5 | 0 |
12 | სპარტაკი |
2 | 0 | 0 | 2 | 1:4 |
0 |
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა