ფეხბურთი

23:43 | 9.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩივაძეს ლატვიაში 18 ფეხბურთელი მიჰყავს

საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო მატჩამდე ამხანაგურ შეხვედრას რიგაში ჩაატარებს. ალექსანდრე ჩივაძის გუნდი ლატვიის დედაქალაქში 12 აგვისტოს გაემგზავრება.

21 წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ ლატვიასთან დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრისათვის 20 ფეხბურთელი გამოიძახა. ტრავმის გამო გუნდს ჯამბულ ჯიღაური (“ჩიხურა”, საჩხერე) და ლაშა დვალი (“სკონტო”, რიგა) გამოაკლდნენ. ახალგაზრდული ნაკრები რიგაში 18 ფეხბურთელით გაემგზავრება.

გიორგი ნადირაძე (“სპარტაკი”, ცხინვალი), კახა მეშველიანი (“ზესტაფონი”),  სოლომონ კვერკველია (“რუბინი”, ყაზანი), მამუკა კობახიძე (“დილა”, გორი), თედორე გრიგალაშვილი (“ზესტაფონი”),  ნიკა კვეკვესკირი (“სპარტაკი”, ცხინვალი), ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”, საჩხერე), გიორგი ილურიძე (“დილა”, გორი), გიორგი ჭანტურია, ვალერი ყაზაიშვილი (ორივე – “ვიტესი”, არნემი), ლაშა ჩაფიძე (“სპარტაკი”, ცხინვალი), მერაბ გიგაური (“ტორპედო”, ქუთაისი),  ლაშა პარუნაშვილი (“სიონი”, ბოლნისი), გიორგი პაპავა (“დინამო”, თბილისი), დავით სხირტლაძე (“ორჰუსი”, დანია),  არჩილ ტვილდიანი (“სიონი”, ბოლნისი),  ნიკა კაჭარავა (“რუბინი”, ყაზანი),  დავით უბილავა (“ტორპედო”, ქუთაისი).

ალექსანდრე ჩივაძის გუნდი ლატვიასთან ამხანაგურ შეხვედრას რიგაში, 14 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 17 საათზე გამართავს. ევროპის 2015 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სადებიუტო მატჩს ქართველი ფეხბურთელები 5 სექტემბერს ლუქსემბურგში ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113698