ფეხბურთი

18:10 | 27.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩისკომ ტატანაშვილს გადაუსწრო

კვირას ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 28-ე ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართა. ლიდერმა “დინამომ” ლანჩხუთში “გურია” დაამარცხა და ჩემპიონობას სულ ცოტაღა აშორებს. “თავისი” გოლი გაიტანა ესპანელმა ჩისკომ და მეგოლეთა დავაში დაწინაურდა. იმარჯვეს “ზესტაფონმა” და “სიონმაც” და ფაქტობრივად, საპრიზო სამეულის ამბავიც გარკვეულია.

ქვედა ექვსეულში კი ისევ წააგო “მერანმა” და უკვე შემდეგ ტურში შესაძლოა, ოფიციალურად დაემშვიდობოს უმაღლეს ლიგას. 

 

გურია (ლანჩუთი) – დინამო (თბილისი) 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ჩისკო (29 პენალტით), 1:1 ისიანი (54), 1:2 მარცვალაძე (74)

 

 

მეტალურგი (რუსთავი) – ზესტაფონი 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ჭანკოტაძე (85) 

 

 

სიონი (ბოლნისი) – ჩიხურა (საჩხერე) 3:2 (1:2)

გოლები: 1:0 ლობჟანიძე (12), 1:1 ჭელიძე (37), 1:2 კვასხვაძე (38), 2:2 უგულავა (75), 3:2 ლობჟანიძე (87) 

 

1              დინამო (თბ)                    28               19                4              5                 60:20               61
2 ზესაფონი 28 16 4 8 37:19 52
3 სიონი 28 15 6 7 39:28 51
4 ჩიხურა 28 12 6 10 48:43 42
5 მეტალურგი 28 11 6 11 31:33 39
6 გურია 28 11 0 17 28:43 33

 

 

ზუგდიდი - ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2:3 (1:2)

გოლები: 0:1 მაისურაძე (26), 1:1 მირცხულავა (30), 1:2 ჯავაშვილი (38 საკუთარ კარში), 1:3 კორიფაძე (81), 2:3 კირკიტაძე (89 პენალტით) 

 

 

 

სპარტაკი (ცხინვალი) – ტორპედო (ქუთაისი) 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 შონია (38), 1:1 ჩიკვილაძე (55), 1:2 ხურციძე (84) 

 

 

მერანი (მარტვილი) – დილა (გორი) 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 ქვილითაია (18), 0:2 ბოლქვაძე (45 პენალტით), 0:3 ქვილითაია (70) 

 

1                ვიტ ჯორჯია                  28                  11              6                11                  36:37               39
2 ტორპედო 28 11 6 11 33:39 39
3 დილა 28 10 8 10 39:31 38
4 სპარტაკი 28 9 4 15 28:36 31
5 ზუგდიდი 28 7 6 15 20:39 27
6 მერანი 28 6 4 18 21:52 22

 

 

მეგოლეები:

15 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

14 - დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

10 - ვილი ისიანი (“გურია”)

9 - დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)

8 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)

7 - გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”)

6 – ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი გაბედავა (“ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114149