ფეხბურთი

14:32 | 20.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩისკო ტატანაშვილს გაუთანაბრდა

 

მართალია, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში ყველაფერი, მათ შორის ფეხბურთიც, მეორე პლანზე გადადის, მაგრამ ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგი, 27-ე ტური გაიმართა და რაღაც საინტერესო ამბებიც მოხდა.

ისევ გაგვაოცა “სიონმა,” წინა ტურში ბოლნისელებმა მრისხანე “დინამო” დაამარცხეს თბილისში, შაბათს კი მეორე ლიდერს – “ზესტაფონს” 2:1 მოუგეს ალეკო გოგობერიშვილის დუბლით და ახლა მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან მათ. საინტერესოა, რომ ეს “სიონის” ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაა ჩემპიონატში. ამგვარად, ის “ზესტაფონთან” ერთად, ჯერჯერობით 2014 წლის საუკეთესო ქართული გუნდია.

26 თებერვლის შემდეგ პირველად მოიგო “ჩიხურამ,” ლანჩხუთელები კი ზედიზედ მეექვსედ დამარცხდნენ. როგორც ჩანს, “გურიამ” ზედა ექვსეულში მოხვედრით წლევანდელი გეგმა შეასრულა. იგივე შეიძლება ითქვას “მეტალურგზეც,” თუმცა რუსთაველებს გაზაფხულზე ლანჩხუთელებთან შედარებით გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი აქვთ. 4 მოგება (მათ შორის ერთი “დინამოსთან” თბილისში, 1 ფრე და 5 წაგება.

“დინამომ” კი “ზესტაფონს” ისევ 9 ქულით გაუსწრო. ესპანელმა ჩისკომ ჩემპიონატში მე-14 ბურთი გაიტანა და მეგოლეთაAდავაში ტატანაშვილს გაუთანაბრდა. შეგახსენებთ, რომ შარშან, 24 გოლით, ჩისკო ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

Aახლა ქვედა ექვსეულზეც. “დილა” აშკარად ქვეყნის თასის საპასუხო ნახევარფინალური მატჩისთვის ემზადება. განმუხურში წაგებაც, ალბათ ნაწილობრივ ამის ბრალია. გორელთა ხელმძღვანელებმა მკაფიოდ თქვეს: წლევანდელ სეზონში ჩვენთვის პრიორიტეტი თასზე წარმატებით თამაშიაო. ვერც გაამტყუნებ, ტოპ-ექვსეულში ვერ მოხვდნენ და ახლა ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდში გასვლის ერთადერთი გზა სწორედ ეს არის.

ტურის გამხსნელ შეხვედრში კი, ვაკეში, “სპარტაკმა” “ვიტ ჯორჯია” 2:0 დაამარცხა და ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპივა (ისევე, როგორც შემდეგ “ზუგდიდმა”). ცხინვალელებს ბოლო 5 შეხვედრში 3 მოგება და 2 ფრე აქვთ, რაც ქვედა ექვსეულში საუკეთესო შედეგია.

 

ჩიხურა (საჩხერე) – გურია (ლანჩხუთი) 3:0 (2:0)

გოლი: 1:0 გაბედავა (28), 2:0 ჭელიძე (39), 3:0 კვასხვაძე (84) 

 

სიონი (ბოლნისი) – ზესტაფონი 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 გოგობერიშვილი (33), 1:1 გეწაძე (38), 2:1 გოგობერიშვილი (76 პენალტით) 

 

მეტალურგი (რუსთავი) – დინამო (თბილისი) 0:2 (0:1)

გოლი: 0:1 ჩისკო (18), 0:2 პაპუნაშვილი (89) 

 

1              დინამო (თბ)                   27               18               4                 5                  58:19               58
2 ზესტაფონი 27 15 4 8 36:19 49
3 სიონი 27 14 6 7 36:26 48
4 ჩიხურა 27 12 6 9 46:40 42
5 მეტალურგი 27 11 6 10 31:32 39
6 გურია 27 11 0 16 27:41 33

 

28-ე ტური. 27 აპრილი. კვირა: გურია – დინამო, მეტალურგი – ზესტაფონი, სიონი - ჩიხურა

 

სპარტაკი (ცხინვალი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 მეტრეველი (51), 2:0 შონია (82) 

 

ტორპედო (ქუთაისი) – მერანი (მარტვილი) 5:1 (2:1)

გოლები: 1:0 კვერნაძე (14), 2:0 მარკოზაშვილი (33), 2:1 გეგეჭკორი (40), 3:1 ლექვთაძე (51), 4:1 კვერნაძე (77), 5:1 მარკოზაშვილი (82) 

 

ზუგდიდი - დილა (გორი) 2:1 (2:1)

გოლი: 1:0 კირკიტაძე (11), 2:0 სამუშია (25 პენალტით), 2:1 ლომიძე (40) 

 

1                ვიტ ჯორჯია                   27                  10                6                11                 33:35               36
2 ტორპედო 27 10 6 11 31:38 36
3 დილა 27 9 8 10 36:31 35
4 სპარტაკი 27 9 4 14 27:34 31
5 ზუგდიდი 27 7 6 14 18:36 27
6 მერანი 27 6 4 17 21:49 22

 

28-ე ტური. 26 აპრილი. შაბათი: ზუგდიდი – ვიტ ჯორჯია, სპარტაკი – ტორპედო. 27 აპრილი. კვირა: მერანი - დილა

 

მეგოლეები:

14 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”), ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”), ვილი ისიანი (“გურია”),

8 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)

7 - გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”)

6 – ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი კორიფაძე, გიორგი გაბედავა (“ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.113827