ფეხბურთი

23:07 | 30.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩისკო: “პირველ წუთებში კონცენტრაცია გვაკლდა”

რუსულ “კრასნოდართან” დასრულებული შეხვედრის შესახებ აზრის გაზიარება ჩვენი გუნდის ესპანელ ლეგიონერ ჩისკოს ვთხოვეთ.

“მთლიანობაში მეტოქეს ვაჯობეთ, მაგრამ საგოლე მომენტები უნდა გამოვიყენოთ. პირველ წუთებში კონცენტრაცია გვაკლდა და გაგვიტანეს. მთავარი რაც ჩანს, ის გახლავთ, რომ ფიზიკურად კარგად ვართ მომზადებული. გადამწყვეტი შეხვედრები წინ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გველის”.

კომენტარი გააკეთა გიორგი მიქაბერიძემაც, რომელიც “კრასნოდართან” შეხვედრაში ბოლო წუთებზე ჩაერთო. “გუნდმა ნორმალურად ითამაშა. საგოლე მომენტებიც იყო, მაგრამ მისი რეალიზება ვერ შევძელით. მეორე ტაიმი ამჯერადაც უკეთ ჩავატარეთ, რაც გუნდის კარგ ფიზიკურ მომზადებაზე მეტყველებს. ჩემი მდგომარეობაც ამ მხრივ საგრძნობლად შეიცვალა უკეთესობისკენ”.

www.fcdinamo.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.139339