დღეს 25-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშების ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. თბილისის “დინამომ” ჩემპიონის რანგში პირველი შეხვედრა გამართა და შინ “მეტალურგს” ჩისკოს დუბლით 2:0 მოუგო. ესპანელ შემტევს ჯამში 19 გატანილი გოლი მოუგროვდა და ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (შარშან 24 გოლი).
“გურიამ” 9 მარტის შემდეგ პირველად გაიმარჯვა. ლანჩხუთელებს აქამდე ზედიზედ 10 თამაში ჰქონდათ წაგებული.
ქუთაისის “ტორპედომ” ქობულეთის უმაყურებლო “ჩელე არენაზე” მარტვილის “მერანს” მინიმალური ანგარიშით მოუგო და რადგან “ვიტ ჯორჯია” შინ “სპარტაკთან” დამარცხდა, ქვედა ექვსეულში პირველი ადგილი დაიკავა.
გურია (ლანჩხუთი) – ჩიხურა (საჩხერე ) 3:2 (2:0)
გოლები: 1:0 ძამსაშვილი (17), 2:0 ისიანი (35), 2:1 კვასხვაძე (67), 3:1 ისიანი (77), 3:2 ოდიკაძე (79)
ზესტაფონი – სიონი (ბოლნისი) 0:0
გაძევება: უგულავა (“სიონი”)
დინამო (თბილისი) – მეტალურგი (რუსთავი) 2:0 (1:0)
გოლი: 1:0, 2:0 ჩისკო (19, 58)
1 | დინამო | 32 | 21 | 5 | 6 | 67:23 | 68 |
2 | ზესტაფონი | 32 | 19 | 5 | 8 | 48:23 | 62 |
3 | სიონი | 32 | 16 | 7 | 9 | 41:33 | 55 |
4 | ჩიხურა | 32 | 13 | 7 | 12 | 56:50 | 46 |
5 | მეტალურგი | 32 | 13 | 6 | 13 | 35:39 | 45 |
6 | გურია | 32 | 12 | 0 | 20 | 31:53 | 36 |
მერანი (მარტვილი) – ტორპედო (ქუთაისი) 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 ჩიკვილაძე (7, პენალტით)
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – სპარტაკი (ცხინვალი) 0:1 (0:1)
გოლი: თევდორაძე (28)
დილა (გორი) – ზუგდიდი 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ბულია (81)
1 | ტორპედო | 32 | 14 | 6 | 12 | 43:44 | 48 |
2 | ვიტ ჯორჯია | 32 | 13 | 6 | 13 | 41:45 | 45 |
3 | დილა | 32 | 11 | 8 | 13 | 44:36 | 41 |
4 | სპარტაკი | 32 | 12 | 4 | 16 | 33:38 | 40 |
5 | ზუგდიდი | 32 | 10 | 6 | 16 | 26:42 | 36 |
6 | მერანი | 32 | 6 | 4 | 22 | 21:60 | 22 |
მეგოლეები:
19 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
15 - დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)
12 - ვილი ისიანი (“გურია”)
11 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)
10 - გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”)
8 - გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), რევაზ გეწაძე (“ზესტაფონი”), დათო კირკიტაძე (“ზუგდიდი”)
7 - ელგუჯა ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”)
6 - გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი ქვილითაია (“დილა”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;