საქართველოს ნაკრების ძირითადი გამთამაშებელი, ირაკლი ჩიქოვანი, თურქეთთან მიღებული ტრავმის გამო ვერ ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ორ შესარჩევ მატჩს - 8 იანვარს ლიტვასთან და 11 იანვარს ფინეთში.
ჩიქოვანმა თურქებს 5 გოლი გაუტანა, მაგრამ მეორე ტაიმში დაშავდა და თამაში ვეღარ გააგრძელა. სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ხელბურთელს თითი აქვს მოტეხილი. რამდენიმე დღეში გაირკვევა, გახდება თუ არა საჭირო ოპერაციული ჩარევა.
საქართველოს ნაკრები განაგრძობს მზადებას ლიტვასთან მომდევნო მატჩისთვის, რომელიც 8 იანვარს, სპორტის სასახლეში 18 საათზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში ქართველები 6 ქულას დააგროვებენ, 1 ქულამდე დაუახლოვდებიან მეტოქეს და ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა. ლიტვას პლეიოფში გასასვლელად ორ დარჩენილ თამაშში ქულაც ჰყოფნის.
მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ევროპა. 5 ტური.
1 ჯგუფი
ლიტვა 7 ქულა / საქართველო 4, ფინეთი 3, თურქეთი 2
8 იანვარი. 18:00 საქართველო - ლიტვა, 20:00 თურქეთი - ფინეთი
2 ჯგუფი
რუმინეთი 8 / სლოვაკეთი 6, იტალია 2, კვიპროსი 0
8 იანვარი. 20:00 რუმინთი - იტალია, 21:00 კვიპროსი - სლოვაკეთი
3 ჯგუფი
უკრაინა 7 / სლოვენია 6, შვეიცარია 3, ლუქსემბურგი 0
9 იანვარი. 18:45. უკრაინა - ლუქსემბურგი, 23:00 შვეიცარია - სლოვენია
4 ჯგუფი
ისრაელი 4 (+5)/ ჰოლანდია 4 (+3), საბერძნეთი 4 (-3), ბელგია 4 (-5)
8 იანვარი. 21:00 ჰოლანდია - საბერძნეთი 21:45 ისრაელი - ბელგია
5 ჯგუფი
ბოსნია 8 / პორტუგალია 4, ლატვია 4 , ესტონეთი 0
8 იანვარი. 20:00. ბოსნია - ესტონეთი, 21:05 ლატვია - პორტუალია
პლეიოფში მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები გადიან.
http://geohandball.ge/