პეტრა კვიტოვამ (6) უიმბლდონის ქალთა ტურნირის მეოთხე წრეში ჩინელ შუაი პენს მოუგო და ჩეხეთის მესამე წარმომადგენელი გახდა წლევანდელი შეჯიბრების მეოთხედფინალში. ჩეხმა გოგონებმა ესოდენ დიდ წარმატებას წლეულს პირველად მიაღწიეს.
კვიტოვამდე მეოთხედფინალში გამოსვლის უფლება მისმა თანამემამულეებმა ბარბარა ზაჰლავოვა-სტრიცოვამ და ლუსი შაფარჟოვამ მოიპოვეს. მეოთხედფინალში უიმბლდონის 2011 წლის ჩემპიონი კვიტოვა ზაჰლავოვა-სტრიცოვას შეხვდება, ასე რომ, ჩეხებს მინიმუმ ერთი ნახევარფინალი გარანტირებული აქვთ.
ამასობაში წლევანდელ უიმბლდონზე ძალიან წარუმატებლად გამოდიან ამერიკელი ჩოგბურთელები. ჯონ იზნერმა მესამე წრეში ესპანელ ფელისიანო ლოპესთან წააგო და ვერცერთი ამერიკელი მერვედფინალში ვერ გავიდა. ბოლოს 1911 წელს იყო, როდესაც ამერიკელი ქალი და მამაკაცი ჩოგბურთელები უიმბლდონის მერვედფინალში ვერ მოხვდნენ.