ფეხბურთი

17:41 | 3.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის სეზონის გუნდი: 18 ფეხბურთელიდან 7 “რეალიდანაა”

 

UEFA-ს ანალიტიკოსთა ჯგუფმა ჩემპიონთა ლიგის 2013/14 წლების სეზონის საუკეთესო 18 ფეხბურთელი დაასახელა.

სიმბოლურ გუნდში ყველაზე მეტი, 7 წარმომადგენლი მადრიდის “რეალს” ჰყავს. მე-2 ფინალისტი, მადრიდის “ატლეტიკო” 4 მოთამაშითაა წარმოდგენილი, ისევე, როგორც მიუნხენის “ბაიერნი”. “ბარსელონა”, “დორტმუნდი” და პსჟ კი, თითო ფეხბურთელს დასჯერდნენ.

მეკარეები: ტიბო კურტუა (“ატლეტიკო”), მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”);

მცველები: დიეგო გოდინი (“ატლეტიკო”), ფილიპ ლამი (“ბაიერნი”), დანიელ კარვახალი (“რეალი”), პეპე (“რეალი”), სერხიო რამოსი (“რეალი”);

ნახევარმცველები: გაბი (“ატლეტიკო”), ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა”), ტონი კროოსი (“ბაიერნი”), ანხელ დი მარია (“რეალი”), ლუკა მოდრიჩი (“რეალი”), ჩაბი ალონსო (“რეალი”);

თავდამსხმელები: მარკო როისი (“დორტმუნდი”), დიეგო კოსტა (“ატლეტიკო”), არიენ რობენი (“ბაიერნი”), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”).

0.129612