ფეხბურთი

15:21 | 2.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონი ზედიზედ მე-7 მოგებას “ქალაქელებთან” გეგმავს

ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი მატჩებიდან დიდ ინტერესს რამდენიმე იწვევს. საინტერესოა, თავს როგორ წარმოაჩენენ “მანჩესტერი” და “რეალი”, რომლებსაც სეზონის სტარტი არცთუ წარმატებული აქვთ. ლიგაზე პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება “იუვენტუსი”. თუმცა, დღის მთავარი შეხვედრა ქალაქ მანჩესტერში შედგება, სადაც ადგილობრივი “სიტი” მოქმედ ჩემპიონ “ბაიერნს” უმასპინძლებს.

 

A ჯგუფი

შახტარი-მანჩესტერი

“მანჩესტერმა” პირველი ტურის შეხვედრა კი მოიგო, მაგრამ “წითელ ეშმაკებს” საქმეები ცუდად შიდა ჩემპიონატში მისდით. პრემიერლიგის ბოლო 2 თამაშის წამგები “მანჩესტერი”, ლიდერთან 8-ქულიანი ჩამორჩენით, მე-12 პოზიციას იკავებს. დღეს, მოიესის გუნდს განწყობის გამოკეთების შანსი აქვს, მაგრამ ალბათ ინგლისელებსაც კარგად ესმით, რომ დონეცკში მოგება იოლი არ იქნება.

ტრავმების გამო, “მანჩესტერს” ანდერსონი, ფაბიო, ზაჰა და ფერდინანდი ვერ დაეხმარებიან.

  • “შახტარმა”, ინგლისურ გუნდებთან ჩემპიონთა ლიგაზე გამართული სამივე საშინაო შეხვედრა მოიგო;
  • “შახტარი”, ჩემპიონთა ლიგაზე, ინგლისურ გუნდებთან გამართულ თამაშებში გოლის გატანას ყოველთვის ახერხებდა;
  • “შახტარს” ჩემპიონთა ლიგაზე 55 მატჩი აქვს ჩატარებულია. დონეცკელებს უგოლო ფრე არასდროს უთამაშიათ;
  • ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 8 საშინაო თამაშიდან “შახტარმა” მხოლოდ 2 მოიგო;
  • “მანჩესტერმა”, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 8 მატჩში, კარის მშრალად შენახვა ვერ მოახერხა;
  • პირველ ტურში, “შახტარის” ფეხბურთელებმა კარის მიმართულებით დარტყმა მხოლოდ 6-ჯერ მოახერხეს. “ბაზელის” მაჩვენებელთან ერთად, ეს ყველაზე ცუდი შედეგია;
  • ჩემპიონთა ლიგაზე (1992 წლიდან დღემდე), ინგლისელ ფეხბურთელებს შორის, საუკეთესო ბომბარდირი უეინ რუნია, რომლის ანგარიშზეც 29 გოლია;
  • რობინ ვან პერსიმ გოლის გატანა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 10 გათამაშებაში მოახერხა.

სავარაუდო შემადგენლობები

შახტარი (4-2-3-1): პიატოვი, სრნა, კუჩერი, რაკიცკი, შევჩუკი, ფერნანდო, ჰუბშმანი, კოსტა, ტეიშეირა, ტაისონი, ადრიანო.

მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა, სმოლინგი, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა, კერიკი, ფელაინი, ვალენსია, რუნი, იანგი, ვან პერსი.

მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი).

 

ლევერკუზენი-სოსიედადი

პირველი ტურის შემდეგ, ეს გუნდები უქულოდ არიან, მაგრამ ისინი მინიმუმ მე-3 ადგილისთვის იბრძოლებენ და ამ ბრძოლაში დღევანდელ მატჩს მნიშვნელოვანი როლი აკისრია.

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შემდეგ, “ლევერკუზენმა”, შიდა ასპარეზზე, სამივე თამაში მოიგო – 2 ბუნდესლიგაში და 1 გერმანიის თასზე. საქმეები ცუდად მისდის “სოსიედადს”. სან სებასტიანელებს, ყველა ტურნირზე, 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ.

მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. მასპინძლებს ჰეგელერი და კასტრო, ხოლო სტუმრებს პრიეტო, ესტრადა, გრანერო და იფრანი არ ეყოლებათ.

  • “სოსიედადს”, ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის ბოლო 7 მატჩში მოგება არ აქვს;
  • “ლევერკუზენს”, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო 6 საშინაო თამაში მოგებული აქვს;
  • “ლევერკუზენმა” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 თამაში წააგო. ამ 3 მატჩში, გერმანელებმა 14 გოლი გაუშვეს;
  • ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე, საკუთარ კედლებში ჩატარებული 32 თამაშიდან “ლევერკუზენმა” გოლის გატანა 30-ში მოახერხა;
  • “სოსიედადს”, გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის ბოლო 3 მატჩში არ გაუტანია;
  • იმ გუნდებს შორის, რომლებმაც პირველ ტურში გოლი ვერ გაიტანეს, “სოსიედადს” ყველაზე მეტი, 14 დარტყმა აქვს.

სავარაუდო შემადგენლობები

ლევერკუზენი (4-3-3): ლენო, ჰილბერტი, თორფაქი, სპაჰიჩი, ბოენიში, ბენდერი, რაინარტცი, როლფესი, სამი, კისლინგი, მინი.

სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო, კ. მარტინესი, გონსალესი, ი. მარტინესი, ბელა, ბერგარა, პარდო, კასტრო, ველა, გრიზმანი, აგირეჩე.

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი).

 

1. მანჩესტერი 1 1 0 0 4:2 3
2. შახტარი 1 1 0 0 2:0 3
3. ლევერკუზენი 1 0 0 1 2:4 0
4. სოსიედადი 1 0 0 1 0:2 0

 

 

 

B ჯგუფი

იუვენტუსი-გალათასარაი

პირველ ტურში ქულების მოულოდნელად დამკარგავი “იუვენტუსი” იმავე დღეს “რეალთან” შერცხვენილ და მწვრთნელგამოცვლილ “გალათასარაის” მასპინძლობს. ორივე გუნდს დასამტკიცებელი აქვს, რომ 2 კირის წინათ დაფიქსირებული შედეგი შემთხვევითობა იყო, რაც დღევანდელ შეხვედრას დამატებით ინტერესს სძენს.

კოპენჰაგენში ქულების დაკარგვის შემდეგ, “იუვენტუსმა”, სერია A-ში, სამივე თამაში მოიგო. რაც შეეხება “გალათასარაის”, რომელსაც ამიერიდან რობერტო მანჩინი უთავკაცებს, ამ გუნდმა, თურქეთის ჩემპიონატში, საშინაო მატჩში ქულები დაკარგა და 5 თამაშის შემდეგ, მხოლოდ 7 ქულით, სტამბულელები მე-10 პოზიციას იკავებენ.

გუნდები ერთმანეთს მეხუთედ შეხვდებიან. 1998 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ორივე თამაში ფრედ დასრულდა, ტურინში 2:2 და სტამბულში 1:1. 5 წლის შემდეგ, კვლავ ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “იუვენტუსმა” შინ 2:1 მოიგო და სტუმრად 0:2 წააგო.

ტრავმების გამო, “იუვენტუსი” პეპესა და კასერესს მოისაკლისებს, ხოლო “გალათასარაის”, იმავე მიზეზით, ჰამით ალთინთოფი არ ეყოლება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას უესლი სნეიდერის თამაში.

  • ჩემპიონთა ლიგაზე, საკუთარ კედლებში ჩატარებული ბოლო 22 საშინაო თამაშიდან “იუვენტუსმა” 2 წააგო და ორივე მიუნხენის “ბაიერნთან”;
  • ჩემპიონთა ლიგაზე, სტუმრად გამართულ ბოლო 13 მატჩში “გალათასარაიმ” კარის მშრალად შენახვა ვერ მოახერხა;
  • პირველ ტურში, “გალათასარაიმ” მეტოქეს ზუსტად დარტყმის საშუალება ყველაზე მეტჯერ (12) მისცა და ყველაზე მეტი (6) გოლიც გაუშვა;
  • პირველ ტურში, “იუვენტუსმა”, კარის მიმართულებით 27-ჯერ დაარტყა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ გაიტანა. ტურინელების ანგარიშზეა ყველაზე მეტი შეხება მეტოქის საჯარიმოში (40) და ყველაზე მეტი ჩაწოდება (49);
  • პირველ ტურში, “გალათასარაის” ყველაზე ბებერი შემადგენლობა ჰყავდა. თურქების საშუალო ასაკი 28 წელი და 9 თვე იყო. 28 წლითა და 3 თვით, “იუვენტუსი” მე-3 ადგილს იკავებდა;
  • პირველ ტურში, “გალათასარაის” შემტევმა დუეტმა (ილმაზი-დროგბა) კარში ზუსტად დარტყმა ერთხელაც ვერ მოახერხა.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ლიხტშტაინერი, ვიდალი, პირლო, პოგბა, ასამოა, ვუჩინიჩი, ტევესი.

გალათასარაი (4-3-1-2): მუსლერა, ებუე, შეჯუ, ნუნკო, რიერა, მელო, ინანი, ამრაბატი, სნეიდერი, დროგბა, ილმაზი.

მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი).

 

რეალი-კოპენჰაგენი

“იუვენტუსისგან” განსხვავებულ სიტუაციაშია “რეალი”. მადრიდელებს ჩემპიონთა ლიგაზე საქმეები კარგად მისდით, მაგრამ კარლო ანჩელოტის გუნდს პრობლემები ესპანეთის ჩემპიონატში აქვს. ლა ლიგის გასულ ტურში “ატლეტიკოსთან” საკუთარ კედლებში წაგების შემდეგ, “სამეფო კლუბი” ლიდერთა დუეტს უკვე 5 ქულით ჩამორჩება.

“კოპენჰაგენი” “რეალის” მომზადების დონის საზომად გამოსადეგი გუნდი ნამდვილად არაა, მაგრამ საკუთარ კედლებში სუსტ გუნდთან თამაში განწყობის გამოსაკეთებლად მაინც კარგი საშუალებაა. თუმცა, ამისთვის შთამბეჭდავი მოგებაა საჭირო როგორც შედეგის, ასევე თამაშის გათვალისწინებით.

“რეალი” მეტოქეს დანაკლისით ხვდება. აქამდეც ლაზარეთში მყოფ მარსელოსა და ჩაბი ალონსოს მადრიდელთა ახალწვეული ვარსკვლავი, გარეთ ბეილიც შეუერთდა.

  • “რეალმა” გოლის გატანა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 26 თამაშში მოახერხა, რაც საუკეთესო მოქმედი სერიაა;
  • ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე გამართული ბოლო 7 მატჩიდან “კოპენჰაგენმა” მხოლოდ 1 მოიგო;
  • ჩემპიონთა ლიგის ბოლო 12 საშინაო თამაშში “რეალს” წაგება არ აქვს. ამ მატჩებში, მადრიდელებმა 39 გოლი გაიტანეს;
  • ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე, სტუმრად ჩატარებული ბოლო 7 მატჩიდან “კოპენჰაგენმა” გოლი მხოლოდ ორში გაიტანა;
  • ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 20 მატჩში კრიშტიანუ რონალდუმ 24 გოლი გაიტანა;
  • პირველ ტურში, “კოპენჰაგენის” მეკარემ, იოჰან ვილანდმა ყველაზე მეტი, 10 სეივი განახორციელა.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-2-3-1): კასილიასი, რამოსი, ვარანი, პეპე, კოენტრაუ, ხედირა, მოდრიჩი დი მარია, ისკო, რონალდუ, ბენზემა.

კოპენჰაგენი (4-4-2): ვილანდი, იაკობსენი, მელბერგი, სიგურდსონი, ბენგტსონი, ბოლანოში, კლაუდემირი, ბელენი, ბრაატენი, იორგენსენი, ადი.

მსაჯი: მატეი იუგი (სლოვენია).

 

1. რეალი 1 1 0 0 6:1 3
2. კოპენჰაგენი 1 0 1 0 1:1 1
3. იუვენტუსი 1 0 1 0 1:1 1
4. გალათასარაი 1 0 0 1 1:6 0

 

 

 

C ჯგუფი

პსჟ-ბენფიკა

პარიზში ერთმანეთს თავიდანვე ჯგუფის ფავორიტებად შერაცხული გუნდები უპირისპირდებიან, რომლებმაც სტატუსი გაამართლეს. პირველ ტურში, პსჟ-მ და “ბენფიკამ” იოლად იმარჯვეს, დღეს კი, ისინი ჯგუფის მოგებისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმას შეეცდებიან.

გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია 4 მატჩს ითვლის. 2007 წელს, უეფას თასის მე-4 ეტაპზე, პსჟ-მ პირველი თამაში კი მოიგო (2:1), მაგრამ განმეორებითი 1:3 წააგო. 2011 წელს, იმავე ტურნირზე, რომელსაც უკვე ევროპის ლიგა ერქვა, კვლავ მე-4 ეტაპზე, უფრო ძლიერი ისევ “ბენფიკა” გამოვიდა. შინ 2:1 მოგების შემდეგ, პოტუგალიელებმა პარიზში 1:1 ითამაშეს.

პირველი ტურის შემდეგ, პსჟ-მ, საფრანგეთის ჩემპიონატში, 3 თამაში ჩაატარა. პარიზელებმა კონკურენტ “მონაკოსთან” ქულები გაიყვეს, ხოლო დანარჩენი 2 შეხვედრა მოიგეს.

“ბენფიკამ”, “ანდერლეხტის” დამარცხების შემდეგ, პორტუგალიის ჩემპიონატის 2 ტურში თავი 4 ქულას მოუყარა.

ტრავმრების გამო, მასპინძლებს პასტორე, ტიაგუ სილვა და ალექსი, ხოლო სტუმრებს სალვიო, ამორიმი და სილვიო არ ეყოლებათ.

  • ჩემპიონთა ლიგაზე, პსჟ-ს 9 მატჩია არ წაუგია, რაც საუკეთესო მოქმედი სერიაა;
  • პსჟ-ს, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 24 საშინაო მატჩში წაგება არ აქვს;
  • ჩემპიონთა ლიგაზე, პსჟ უკანასკნელად პორტუგალიურ გუნდთან დამარცხდა. ეს 2012 წლის ოქტომბერში, “პორტუსთან” გამართულ მატჩში მოხდა;
  • ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 7 მატჩში ეზეკიელ ლავესიმ 5 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

სავარაუდო შემადგენლობები

პსჟ (4-3-1-2): სირიგუ, ვან დერ ვილი, კამარა, მარკინიოსი, მაქსველი, ვერატი, მოტა, მატუიდი, მოურა, კავანი, იბრაჰიმოვიჩი.

ბენფიკა (4-3-3): მორაეში, პერეირა, გარაი, ლუიზაო, კორტესი, ფეიშა, მატიჩი, პერესი, დურიჩიჩი, კარდოსო, გაიტანი.

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (საფრანგეთი).

 

ანდერელხტი-ოლიმპიაკოსი

  • ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი არცერთ ბელგიურ გუნდს არ დაუძლევია;
  • ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ჩატარებულ ბოლო 26 თამაშში “ანდერლეხტს” მხოლოდ 2 მოგება აქვს;
  • ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე, საკუთარ კედლებში ჩატარებული ბოლო 18 თამაშიდან “ანდერლეხტმა” 2 ან მეტი გოლის გატანა მხოლოდ ერთხელ მოახერხა;
  • ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის ბოლო 45 გასვლითი თამაშიდან “ოლიმპიაკოსმა” მხოლოდ 4 მოიგო;
  • “ოლიმპიაკოსის” მონაწილეობით გამართული ბოლო 16 საჩემპიონთალიგო თამაშიდან ფრედ არცერთი დასრულებულა;
  • “ოლიმპიაკოსს”, ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის ბოლო 8 მატჩში კარი მშრალად შენახული არ აქვს.

სავარაუდო შემადგენლობები

ანდერლეხტი (4-2-3-1): პროტო, ჟილე, მანგულუ, კუიატე, დეშახტი, კლიესტანი, მილივოიევიჩი, ბრუნო, პრაეტი, აშემპონი, სუარესი.

ოლიმპიაკოსი (4-4-2): რობერტო, სალინო, მანოლასი, სიოვასი, ბონგი, ვაისი, სამარისი, მანიატისი, ფუსტერი, სავიოლა, მიტროღლუ.

მსაჯი: ტომ ჰარალდ ჰაგენი (ნორვეგია).

 

1. პსჟ 1 1 0 0 4:1 3
2. ბენფიკა 1 1 0 0 2:0 3
3. ანდერლეხტი 1 0 0 1 0:2 0
4. ოლიმპიაკოსი 1 0 0 1 1:4 0

 

 

 

D ჯგუფი

სიტი-ბაიერნი

დღის ცენტრალურ დაპირისპირებას მანჩესტერი უმასპინძლებს. “სიტი”, რომელმაც მიმდინარე გათამაშება მოგებით დაიწყო, ტურნირის მოქმედ ჩემპიონს, მიუნხენის “ბაიერნს” დაუხვდება.

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შემდეგ, “სიტიმ”, პრემიერლიგაში, თანაქალაქელი “მანჩესტერი” 4:1 გაანადგურა, მაგრამ გასულ ტურში, “ქალაქელები” “ასტონ ვილასთან” დამარცხდნენ.

“ბაიერნი” დადებითი შედეგების ჩვენებას განაგრძობს. ბუნდესლიგაში ზედიზედ 3 მოგების წყალობით, მიუნხენელები აქამდე ერთპიროვნულ ლიდერ “დორტმუნდს” გაუთანაბრდნენ.

“სიტისა” და “ბაიერნის” ურთიერთდაპირისპირების ისტორია სათავეს 2011 წელს იღებს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “ბაიერნმა” შინ 2:0 მოიგო, ხოლო სტუმრად ამავე ანგარიშით წააგო.

“ბაიერნის” ყოფილი ფეხბურთელი, მარტინ დემიკელისი, დღეს, ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. იგივე პრიბლემა აქვს ჯეკ როდუელსაც. სტუმრებს ბადშტრუბერი, მარტინესი და ტიაგო ვერ დაეხმარებიან.

  • ჩემპიონთა ლიგაზე, ინგლისში გამართული ბოლო 6 თამაშში “ბაიერნს” მხოლოდ 1 მოგება აქვს;
  • “სიტის”, გერმანულ გუნდებთან, საკუთარ კედლებში, არასდროს წაუგია;
  • “ბაიერნს”, ჩემპიონთა ლიგაზე, მოგებათა 6-მატჩიანი სერია აქვთ;
  • ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 13 თამაშიდან “სიტიმ” მხოლოდ 4 მოიგო;
  • “ბაიერნს”, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 8 გასვლით მატჩში, გოლი ყოველთვის გაჰქონდა;
  • არიენ რობენს, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 4 მატჩში, მოედანი გოლის გარეშე არ დაუტოვებია.

სავარაუდო შემადგენლობები

სიტი (4-2-3-1): ჰარტი, საბალეტა, კომპანი, ნასტასიჩი, კოლაროვი, ფერნანდინიო, ტურე, ნავასი, აგუერო, ნასრი, ნეგრედო.

ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი, ლამი, ბოატენგი, ვან ბუიტენი, ალაბა, შვაინშტაიგერი, რობენი, მიულერი, კროოსი, რიბერი, მანჯუკიჩი.

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია).

 

ცსკა-პლზენი

  • ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის ბოლო 11 თამაშიდან ცსკა-მ მხოლოდ 2 მოიგო;
  • ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის ბოლო 13 საშინაო მატჩში ცსკა-მ კარის მშრალად შენახვა მხოლოდ ერთხელ მოახერხა;
  • ჩეხურ გუნდებს, ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის ბოლო 27 თამაშში მხოლოდ 2 მოგება აქვთ;

სავარაუდო შემადგენლობები

ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი, ნაბაბკინი, ვ. ბერეცუზკი, იგნშევიჩი, ა. ბერეზუცკი, ვერნბლუმი, მილანოვი, ტოშიჩი, ჰონდა, ზუბერი, მუსა.

პლზენი (4-2-3-1): კოზაჩიკი, რაიტორალი, ჰეიდა, პროშაზკა, რეზნიკი, ჰორვატი, ჰორავა, პეტრზელა, კოლარი, კოვარიკი, ბაკოში.

მსაჯი: ბას ნეიჰუისი (ჰოლანდია).

 

1. ბაიერნი 1 1 0 0 3:0 3
2. სიტი 1 1 0 0 3:0 3
3. ცსკა 1 0 0 1 0:3 0
4. პლზენი 1 0 0 1 0:3 0
0.148582