ფეხბურთი

15:17 | 23.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსიში”, მოურინიო თვეში მილიონს მიიღებს

დიდი ალბათობით, ჯერ კიდევ მადრიდის “რეალის” თავკაცი ჟოზე მოურინიო ლონდონის “ჩელსიში” დაბრუნდება. Daily Star-ის ცნობით, “არისტოკრატთა” მფლობელი რომან აბრამოვიჩი პორტუგალიელ სპეციალისტს თვეში მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდას ჰპირდება.

მოგეხსენებათ, “რეალმა” ოფიციალურად განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს, მოურინიო “სანტიაგო ბერნაბეუს” დატოვებს. შესაბამისად, პორტუგალიელის მომავალ კლუბებზე აქტიური საუბარი არ წყდება. დიდი ხანია, ევროპული მედიასაშუალებები მოურინიოს “ჩელსიში” დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ და საქმე ისე მიდის, რომ სულ მალე, ვარაუდი გამართლდება.

ბრიტანული ტაბლოიდების ინფორმაციით, მოურინიო “ჩელსისთან” კონტრაქტს 2 ივნისს გააფორმებს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121832