ფეხბურთი

18:11 | 29.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსის" ტრიო უბრუნდება

ლონდონის "ჩელსის" ოფიციალურმა საიტმა გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა. ჯონ ტერი, ედენ აზარი და სამუელ ეტოო გუნდს დაუბრუნდნენ.

რაც შეეხება პეტერ ჩეხს, მეკარე დღეს საწვრთნელ ბაზაზე გამოჩნდა და მცირედით დაიტვირთა. მისი თამაში ხვალინდელ მატჩში გამორიცხულია.

ჯონ ტერიმ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ტრავმა მიიღო, კლუბთან ერთად ივარჯიშა, ისევე როგორც ედენ აზარმა და სამუელ ეტოომ.

დღეს საღამოს, კლუბის მწვრთნელი და ფეხბურთელები მატჩისწინა პრესკონფერენციას გამართავენ და ცნობილი გახდება, "ატლეტიკოსთან" მატჩში აღნიშნული ტრიო მონაწილეობას მიიღებს თუ არა.

 

გიორგი ბალახაძე

თეგებილონდონის
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116664