პრემიერლიგა

23:33 | 19.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსის” “შავმა კატებმა” გადაურბინეს

 

შაბათის საპრემიერლიგო დღე მოულოდნელი შედეგით დასრულდა. ჩემპიონობის მაძიებელმა “ჩელსიმ” შინ ბოლო ადგილზე მდგომ “სანდერლენდთან” წააგო და თუ კვირას “ლივერპულმა” “ნორვიჩს” მოუგო, მათ შორის სხვაობა 5 ქულამდე გაიზრდება. ეს კი, მერსისაიდელთათვის საკმაოდ სოლიდური უპირატესობაა. მაგრამ მივყვეთ თანმიმდევრობით.

დღის ადრეულ მატჩში ტიმ შერვუდის “ტოტენჰემმა” ფელიქს მაგათის “ფულემს” მოუგო და მდგომარეობა უფრო დაუმძიმა. თუმცა გამარჯვება იოლი არ ყოფილა, სტუმრები გააფთრებით იბრძოდნენ და მიუხედაცვად იმისა, რომ პირველ ტაიმში მასპინძლები ბურთს კარგად აკონტროლებდნენ, ბევრი მომენტი არ ჰქონიათ. გოლი ტაიმის მიწურულს გავიდა, ერიკსენმა მარჯვნიდან ჩამოაწოდა საჯარიმო და მეკარის ბაქანზე ყველას პაულინიომ დაასწრო. ფულემელებმა, ფაქტობრივად, შემდეგივე შეტევისას გაათანაბრეს. “დეზების” მცველების მორიგი შეუთანხმებლობით ამჯერად სიდუელმა ისარგებლა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ტოტენჰემელებმა ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანეს. ლენონმა მარჯვენა ფრთაზე თავისებურად გაილაღა, შესანიშნავად ჩააწოდა საჯარიმოში და კეინმა მესამე მატჩში მესამედ გაიტანა. ბოლოს კი ისევ ერიკსენის ამჯერად მარცხენა ფრთიდან ჩაწოდებულ ბურთს კაბულმა მიუჩინა სტოკდეილის კარის ბადეში ადგილი.

ამის შემდეგ მაგათის შეგირდებს კიდევ შეეძლოთ თავის გამოჩენა, მაგრამ 77-ე წუთზე სიდუელს ლორისმა პენალტი აუღო.

“ნიუკასლმა” ზედიზედ მეხუთედ წააგო, “სუონსიმ” კი გარი მონკის თავკაცობით პირველად გაიმარჯვა სტუმრად და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. უელსელთაგან ორივე გოლი ყოველი ტაიმის დამატებულ წუთებზე ჩვენებურების ყოფილმა ვიტესელმა თანაგუნდელმა, კოტდივუარელმა ვილფრიდ ბონიმ გაიტანა. ალან პარდიუს დღეები კი “ნიუკასლში” ჩანს, დათვლილია.

დებიუტანტი “კრისტალ პალასი” კი სასწაულებს აგრძელებს. მათი უელსელი დამრიგებელი, ტონი პულისი გამარჯვებებით ვეღარ ძღება. შაბათს ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს. წინა ტურში ცოტა გაგვიკვირდა, როცა აღზევებული “ევერტონი” სტუმრად დაამარცხეს, თუმცა მაშინაც ეკუთვნოდათ, თამაშით აჯობეს. ამჯერად კი მათი მსხვერპლი ცხრილის მეზობელი, თანაქალაქელი “ვესტ ჰემი” გახდა. ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე ავსტრალიელმა მაილ იედინაკმა გაიტანა პენალტით.

დღის გვიან მატჩში კი მართლაც მოულოდნელობა მოხდა. “ჩელსიმ” აუტსაიდერ “სანდერლენდთან” წააგო. თუმცა “შავმა კატებმა” წინა ტურში “მანჩესტერ სიტისაც” არაფერი დაუთმეს და ორი ქულა წაართვეს.

არადა, დასაწყისი ცუდს არაფერს უქადდა მასპინძლებს (მთელი თამაშის განმავლობაშიც დაახლოებით ასე იყო, ამის საილუსტრაციოდ მეკარეთა მოგერიებებიც კმარა, შვარცერის 1 სეივი მანონეს 14-ის წინააღმდეგ). “არისტოკრატებმა” თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და მე-12 წუთზე ეტო’ომ ანგარიში გახსნა. შესაძლოა, მასპინძლებმა იოლი გამარჯვების ირწმუნეს და ოდნავ მოადუნეს ყურადღება, რითიც მაშინვე ისარგებლეს “შავმა კატებმა” და ექვს წუთში ანგარიში გაათანაბრეს.

მეორე ტაიმში “ჩელსიმ” კიდევ უფრო მძლავრად შეუტია, ბურთი თითქმის არ ტოვებდა “სანდერლენდის” ნახევარს, მაგრამ…შეცვლაზე შესული ალტიდორე მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ასპილიკუეტასთან ბრძოლაში საჯარიმოში წაიქცა. ცოტა საეჭვო იყო, მაგრამ პენალტი მაინც დაინიშნა, რომელიც ექსლივერპულელმა ბორინიმ ზუსტად დაარტყა 1:2. ბოლო წუთებში რაც ხდებოდა, ალბათ ადვილი წარმოსადგენია, “ჩელსი” მეტოქის საჯარიმოსთან “დასახლდა”, მაგრამ…  

 

ტოტენჰემი – ფულემი 3:1 (1:1)

ლონდონი. “უაით ჰარტ ლეინი.” 35 841

ტოტენჰემი: ლორისი, კაბული, როუზი, ნოგტონი, ფრაიერსი, ლენონი, პაულინიო, შადლი (დემბელე 67), ერიკსენი (თაუნსენდი 85), ადებაიორი, კეინი (სოლდადო 79)

მწვრთნელი: ტიმ შერვუდი

ფულემი: სტოკდეილი, ჰეიტინგა (ზვეროტიჩი 66), რიისე, ამორებიეტა, ჰანგელანდი, დეჟაგა, სიდუელი, პარკერი (კარაგუნისი 56), კვისტი, კაჩანიკლიჩი, როდალეგა

მწვრთნელი: ფელიქს მაგათი

გოლები: 1:0 პაულინიო (35), 1:1 სიდუელი (37), 2:1 კეინი (48), 3:1 კაბული (62)

77-ე წუთზე სიდუელმა ვერ გაიტანა პენალტი

გაფრთხილება: ჰეიტინგა (61)

მსაჯი: ლი პრობერტი

ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 5(7)-5(6), ჯარიმა: 7-11, კუთხური: 4-5, თამაშგარე: 2-4, სეივი: 3:2

 

ასტონ ვილა – საუთჰემპტონი 0:0

ბირმინგემი. “ვილა პარკი.” 35 134

ასტონ ვილა: გუზანი, ვლაარი, ბერტრანი, ბეიკერი, ელ აჰმადი (ჰოლტი 80), დელფი, ვესტვუდი, ოლბრაიტონი, ბაკუნა, აგბონლაჰორი, ვაიმანი (რობინსონი 85)

მწვრთნელი: პოლ ლამბერტი

საუთჰემპტონი: ბორუცი, ჟოზე ფონტე, ლოვერნი, კლაინი, შოუ, დევისი, ლალანა (რიდი 90+2), შნაიდერლინი, ვანაიამა (კორკი 83), უარდ-პროუსი (გალახერი 67), ლამბერტი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გაფრთხილება: ლოვერნი (61), შოუ (66)

მსაჯი: ლი მეისონი

ბურთის ფლობა: 37%-63%, დარტყმა: 1(4)-2(0), ჯარიმა: 15-16, კუთხური: 5-3, თამაშგარე: 5-3, სეივი: 2-1

 

კარდიფ სიტი – სტოკ სიტი 1:1 (0:1)

კარდიფი. “კარდიფ სიტი სთედიუმი.” 27 686

კარდიფ სიტი: მარშალი, თეოფილე კეტრინი, ხუან კალა, ფაბიო (ჯონი 84), კოლკერი, უითინგემი, მედელი, მატჩი, ბო-კიუნგ კიმი (ზაჰა 60), დელი (ჯონსი 81), კემპბელი

მწვრთნელი: ოლე გუნარ სოლსკიაერი

სტოკ სიტი: ბეგოვიჩი, პეტერსი (მუნიესა 29), შოუქროსი, უილსონი, კამერონი, აირლენდი (უოლტერსი 86), ველანი, ნ’ზონზი, კრაუჩი, ოდემვინგიე, არნაუტოვიჩი (ასაიდი 78)

მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლები: 0:1 არნაუტოვიჩი (45+3 პენალტით), 1:1 უითინგემი (51 პენალტით)

გაფრთხილება: მატჩი (66), ხუან კალა (74); ოდემვინგიე (48), ნ’ზონზი (52), კრაუჩი (85)

მსაჯი: ჰოვარდ უები

ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 3(4)-4(5), ჯარიმა: 5-11, კუთხური: 12-7, თამაშგარე: 3-0, სეივი: 4-3

 

ნიუკასლი – სუონსი 1:2 (1:1)

ნიუკასლი. “სენტ ჯეიმსიზ პრკი.” 51 057

ნიუკასლი: კრული, კოლოჩინი, უილიამსონი, დამეტი, ტიოტე, გოსლინგი (არმსტრონგი 81), ანიტა, შოლა ამეობი, გუფრანი, სისე (დებიუში 21), დე იონგი (რემი 40)

მწვრთნელი: ალან პარდიუ

სუონსი: ვორმი, უილიამსი, ანხელ რანხელი, ხორდი ამატი, დევისი, დე გუზმანი, რუტლიჯი (ბერტლი 90+3), ბრიტონი, შელვი, პაბლო ერნანდესი (ემნესი 81), ბონი

მწვრთნელი: გარი მონკი

გოლები: 1:0 შოლა ამეობი (23), 1:1, 1:2 ბონი (45+2, 90+2)

გაფრთხილება: გოსლინგი (32), ტიოტე (90+1)

მსაჯი: კრის ფოი

ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 6(7)-2(4), ჯარიმა: 5-9, კუთხური: 2-8, თამაშგარე: 1-6,  სეივი: 0-3

 

ვესტ ჰემი – კრისტალ პალასი 0:1 (0:0)

ლონდონი. “ბოლეინ გრაუნდი.” 34 977

ვესტ ჰემი: ადრიანი, მაკარტნი, რიდი, არმერო, ტომკინსი, დაუნინგი (ჯო კოული 78), ნოლანი (ნოჩერინო 85), ნოუბლი, ჯერვისი (კარლტონ კოული 70), დიამე, კეროლი

მწვრთნელი: სემ ელარდაისი

კრისტალ პალასი: სპერონი, მარიაპა, დელანი, დენი, უარდი, იედინაკი, დიკხაცოი, ლედლი, პანჩონი (გაბიდონი 88), ბოლასი (პარი 90+2), ჯერომი (მიურეი 84)

მწვრთნელი: ტონი პულისი

გოლი: 0:1 იედინაკი (59 პენალტით)

გაფრთხილება: მაკარტნი (49); მიურეი (90+4)

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 4(4)-2(3), ჯარიმა: 6-17, კუთხური: 3-11, თამაშგარე: 1-0, სეივი: 2-4,

 

ჩელსი – სანდერლენდი 1:2 (1:1)

ლონდონი. “სტემფორდ ბრიჯი.” 41 210

ჩელსი: შვარცერი, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, ასპილიკუეტა, ვილიანი, რამირესი, მატიჩი, ოსკარი (ბა 59), მუჰამედ სალა (შურლე 66), ეტო’ო (ფერნანდო ტორესი 74)

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიუ

სანდერლენდი: მანონე, ბრაუნი, ო’ში, ვერგინი, მარკოს ალონსო, ჯონსონი (ჯაკერინი 66), კატერმოლი, ლარსონი (ჩელუსტკა 90+3), კოლბექი, უიქემი (ალტიდორე 66), ბორინი

მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი

გოლები: 1:0 ეტო’ო (12), 1:1 უიქემი (18), 1:2 ბორინი (82 პენალტით)

გაფრთხილება: ფერნანდო ტორესი (92+2); კატერმოლი (56), ბრაუნი (73)

მსაჯი: მაიკ დინი

ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 15(8)-3(4), ჯარიმა: 1-12, კუთხური: 10-4, თამაშგარე: 1-1, სეივი: 1-14

 

მეგოლეები:

29 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)

20 – დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”)

18 – იაია ტურე (6, “მანჩესტერ სიტი”)

15 – ჯეი როდრიგესი (“საუთჰემპტონი”), სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”), უეინ რუნი (2, “მანჩესტერ იუნაიტედი”)

0.225789