“ინტერის” ნახევარმცველ ფრედი გუარინის “ჩელსიში გადასვლის საკითხი ჩიხში შედის. იტალიური პრესის ცნობით, მილანური კლუბის პრეზიდენტმა ერიკ ტოჰირიმ ლონდონელებს ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხი დაუგვიანა და დიდი ალბათობით ტრანსფერი ჩაიშლება.
აპენინური გამოცემებისვე ვარაუდით, თუ გუარინის შეძენა ვერ შეძლო, მაშინ “ჩელსი” ან “ტოტენჰემს” მიმართავს პაულინიოს თაობაზე, ან “ბენფიკას” ნემანია მატიჩზე.