ლონდონის “ჩელსის,” მერაბ ჟორდანიას “ვიტესის” ნახევარმცველის, მარკო ვან გინკელის გადაბირება სურს. მათ ახალ დამრიგებელს, ჟოზე მოურინიოს ახალგაზრდა ჰოლანდიელი მოსწონებია და “არისტოკრატები” მასში 9 მილიონ გირვანქას გადაიხდიან. ვან გინკელს “მანჩესტერიც” უტრიალებს, მაგრამ დიდი ალბათობით ის ლონდონში გადაბარგდება.
ვან გინკელის სანაკრებო დებიუტი შარშან შედგა. წლეულს კი მან ისრაელში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, სადაც ჰოლანდიელები ნახევარფინალამდე მივიდნენ. “ნარინჯისფერთა” მწვრთნელი ლუის ვან გაალი ამბობს, რომ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ვან გინკელს რეგულარული სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, ამიტომ უკეთესი იქნება თუ ის “ჩელსიში” გადავა.