ფეხბურთი

20:06 | 12.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსიმ” თვალი რემის დაადგა

Goal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ჩელსი” “ქუინს პარკ რეინჯერსი” ფრანგი თავდამსხმელის, ლოიკ რემის შეძენას შეეცდება.

“ჩელსიში” დაბრუნებულმა დიდიე დროგბამ, ცოტა ხნის წინათ, ტრავმა მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, არაა გამორიცხული, ვეტერანმა თავდამსხმელმა 6 თვე გამოტოვოს და თუ მართლაც ასე მოხდა, “არისტოკრატებს” მისი შემცვლელი დასჭირდებათ. სწორედ ამიტომ დაადგა “ჩელსიმ” რემის თვალი.

რემი ქპრ-ში 2012 წელს გადავიდა. ლონდონელთა რიგებში მან 14-ჯერ ითამაშა და 6 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში რემი “ნიუკასლში” იყო განათხოვრებული, რომლის მაისურით გამართულ 27 მატჩში მეტოქეთა კარი 14-ჯერ აიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, “ჩელსის” 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი 10 მილიონი ევრო დაუჯდება.

0.120849