როგორც ბრიტანული მედია იუწყება, ფერნანდო ტორესის "მილანში" არენდით გაშვების შემდეგ, ლონდონის "ჩელსი" "ქუინზ პარკ რეინჯერსს" ლოიკ რემის ტრანსფერის შესახებ შეუთანხმდა.
მოგეხსენებათ, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის მიმდინარეობის დროს, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, "ლივერპულში" სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა და კვლავ ქპრ-ს დაუბრუნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, "არისტოკრატებს" რემის ტრანსფერი, შესაძლოა 8 მილიონი გირვანქა დაუჯდეთ. ჟოზე მოურინიუს ამჟამად გუნდში ორი ცენტრალური თავდამსხმელი დიდიე დროგბა და დიეგო კოშტა ჰყავს და ფრანგით გაძლიერება სურს.
გიორგი ბალახაძე