ლონდონის “ჩელსი” ფერნანდო ტორესის გასაყიდად მზადაა, მაგრამ ესპანელის იაფად დათმობას არ გეგმავს. The Sun-ის ცნობით, “არისტოკრატები” “ფურია როხას” ფორვარდს 30 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეელევიან.
ლონდონელები შეტევის ხაზის გაძლიერებას ტოპ-კლასის თავდამსხმელით გეგმავენ და ფინანსებიც ამისთვის სჭირდებათ. “ჩელსის” “ლევერკუზენელი” ანდრე შიურლესა და “ნაპოლის” ფორვარდის – ედინსონ კავანის გადაბირება სურს. აღნიშნულ ტრანსფერებზე ლონდონელები 70 მილიონი გირვანქა სტერლინგის დახარჯვას გეგმავენ.
ცნობისათვის, ტორესის გადაბირება მადრიდის “ატლეტიკოს” სურს.