ფეხბურთი

17:22 | 28.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" შესაძლოა საშინაო მატჩები რაგბის სტადიონზე გამართოს

ლონდონის "ჩელსის" ხელმძღვანელობა "სტემფორდ ბრიჯის" სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების პერიოდში საშინაო მატჩების ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სტადიონ "თვიქენჰემზე" ჩატარებაზე ფიქრობს.

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "არისტოკრატებმა" ინგლისის რაგბის ფედერაციას ოფიციალური მიმართვა გაუგზავნეს, თუმცა ჯერჯერობით რეალური მოლაპარაკებები არ დაწყებულა.

ლონდონის "ჩელსი" გეგმავს, რომ "სტემფორდ ბრიჯზე" მაყურებელთა ტევადობა 41623-დან 60000-მდე გაზარდოს. შესაბამისად სანამ სტადიონზე სამუშაოები არ დამთავრდება, "არისტოკრატებს" სხვა სტადიონზე მოუწევთ თამაშების გამართვა.

აღსანიშნავია, რომ ლონდონის გარეუბანში მდებარე "თვიქენჰემზე", რომელიც 82000 მაყურებელს იტევს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბეებს - მამუკა გორგოძეს და დავით ქუბრიაშვილს - უთამაშიათ. 2014 წელს "ბარბაროსთა" რიგებში გორგოძემ ინგლისის ნაკრებს ლელო დაუდო და გახდა პირველი ქართველი, რომელმაც "ბარბაროსთა" რიგებში ლელო მიითვალა.

გიორგი ბალახაძე

თეგებილონდონის
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099208