ფეხბურთი

0:08 | 10.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსიმ” პიაზონი “ვიტესში” გაანათხოვრა

ლონდონის “ჩელსის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 19 წლის ბრაზილიელი შემტევი ლუკას პიაზონი, მომდევნო სეზონში, “ქართულ” “ვიტესში” ითამაშებს.

პიაზონი “ჩელსიში” 2012 წელს გადავიდა, ხოლო გასული სეზონის მე-2 ნახევარი მან, არენდის წესით, “მალაგაში” გაატარა. ლონდონელთა მაისურით პიაზონს 3-ჯერ უთამაშია. მის აქტივში 2 საგოლე გადაცემაა. ამდენივე შედეგიანი გადაცემით მან თავი “მალაგაში” ჩატარებულ 14 მატჩში გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიური “ვიტესის” პრეზიდენტი მერაბ ჟორდანიაა, ხოლო ამ გუნდში გიორგი ჭანტურია, ვალერი ყაზაიშვილი და გურამ კაშია თამაშობენ.

0.132398