ფეხბურთი

15:11 | 13.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსიმ” დემბა ბა “რომას” შესთავაზა

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობას დემბა ბას გაყიდვა გადაწყვეტილი აქვს. Goal-ის ცნობით, “არისტოკრატებმა” სენეგალელის ტრანსფერი იტალიურ “რომას” შეთავაზეს.

“ჯალოროსი” აფრიკელის სამსახურით ზაფხულში ინტერესდებოდა, მაგრამ კლუბებს შორის გარიგება არ შედგა. “ჩელსის” თავდამსხმელის გაყიდვა 15 მილიონ ევროდ სურს.

შეგახსენებთ, რომ ლონდონელებმა ბა წელიწადის წინათ, “ნიუკასლისგან” შეიძინეს. ფორვარდის სანაცვლოდ, “კაჭკაჭებმა” 8.5 მილიონი ევრო მიიღეს. მიმდინარე სეზონში, ბამ “ჩელსის” მაისურით 12 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის ავტორი გახდა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117619