შესაძლოა, ლონდონის “ჩელსიში” “ლივერპულის” მეგოლე ლუის სუარესი გადავიდეს. AS-ის ცნობით, ურუგვაელის სანაცვლოდ, “არისტოკრატები” მერსისაიდელებს 40 მილიონ ევროს სთავაზობენ.
თუკი ტრანსფერი შედგება, სამხრეთამერიკელის წლიური ანაზღაურება 5.5 მილიონი ევრო იქნება. მოგეხსენებათ, ლონდონელები ფორვარდს დიდი ხანია ეძებენ და როგორც ირკვევა, ერთ-ერთი კანდიდატურა სუარესია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ “ჩელსი” “ნაპოლის” ფორვარდ ედინსონ კავანისაც უმიზნებს, მაგრამ ამ ეტაპზე, მის დაყოლიებას ვერ ახერხებს.
აღსანიშნავია, რომ სუარესის სამსახურით მადრიდის “რეალი” და მიუნხენის “ბაიერნიც” არიან დაინტერესებულნი.