ფეხბურთი

15:37 | 4.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” “რეალს” კროოსში ეცილება

 

ლონდონის “ჩელსი” მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველის – ტონი კროოსის შესაძენად იბრძვის. ამის შესახებ “მეტრო” იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის “რეალს” მიუნხენელებთან კროოსის ტრანსფერი უკვე შეთანხმებული აქვთ. მადრიდელები 25 მილიონ ევროს იხდიან და ტრანსფერი ოფიციალურად მუნდიალის შემდეგ გაფორმდება. ჯერჯერობით, ფეხბურთელის მხარე მადრიდელებთან მოლაპარაკებას უარყოფს. “ჩელსის” სურს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩენილი დრო გამოიყენოს და კროოსი გადაიბიროს.

გერმანელის სანაცვლოდ, ლონდონელებიც 25 მილიონ ევროს იხდიან და ცდილობენ, ნახევარმცველ “სტემფორდ ბრიჯზე” გადასვლაში დაარწმუნონ. ამგვარად, გადაწყვეტილება თავად ფეხბურთელის მისაღებია.

ცნობისათვის, კროოს მიუნხენელებთან მოქმედი კონტრაქტი წელიწადის შემდეგ ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113727