ფეხბურთი

15:52 | 24.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” ნახევარმცველებს ეძებს

 

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ლონდონის “ჩელსი” ცენტრალური ნახევარმცველის ყიდვას გეგმავს. ბრიტანული და იტალიური გამოცემების ინფორმაციით, “არისტოკრატებს” რამდენიმე ფეხბურთელი უკვე შერჩეული ჰყავთ.

ყველაზე მეტად, ლონდონელებს ტურინის “იუვენტუსის” შუახაზელის – პოლ პოგბას შეძენა სურთ. ჯერჯერობით, ფრანგი “ბებერ სინიორასთან” კონტრაქტს არ ახანგრძლივებს და კლუბის შეცვლას არ გამორიცხავს.

ალტერნატიულ ვარიანტებად განიხილებიან ლონდონის “ტოტენჰემის” ნახევარმცველი პაულინიო და მადრიდის “ატლეტიკოს” შუახაზელი კოკე. “ჩელსი” ტრანსფერში რომელუ ლუკაკუს ჩართვას გეგმავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114085