ლონდონის "ჩელსის" მხრიდან მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელებისადმი ინტერესი უკვე სიახლე აღარაა. ამჯერად, "არისტოკრატთა" სამიზნე ბრაზილიელი მცველი ფილიპე ლუისი გახდა.
"ჩელსის" წარმომადგენლები მზად არიან მადრიდულ მხარესთან მოლაპარაკება დაიწყონ. ინგლისური კლუბი ფეხბურთელში 24 მილიონი ევრო გადახდას აპირებს. თავად მცველს აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.
2010 წელს ფილიპე ლუისი ლაკორუნიის "დეპორტივოდან" "ატლეტიკოში" 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ბრაზილიელი მცველი მადრიდულ კლუბში სისტემატიურად თამაშობს და წელს პრიმერადივიზიონის გამარჯვებულიც გახდა.
გიორგი ბალახაძე