ფეხბურთი

14:26 | 30.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” ბენატიაში 22 მილიონს და ლუკაკუს ჩადის

ლონდონის “ჩელსი” დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და “რომას” მცველის – მეჰდი ბენატიას გადაბირება სურს. იტალიური მედიის ცნობით, “არისტოკრატებმა” რომაელთათვის სატრანსფერო წინადადება უკვე მოამზადეს.

როგორც ირკვევა, მაროკოელის სანაცვლოდ, “ჩელსი” “რომას” 22 მილიონ ევროსა და თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუს შესთავაზებს. მოგეხსენებათ, ბელგიელმა ფორვარდმა გასული სეზონი იჯარის წესით “ევერტონში” გაატარა. დიდი ალბათობით, ლუკაკუ “სტემფორდ ბრიჯს” ზაფხულში საბოლოოდ დაემშვიდობება.

თავის მხრივ, “რომას” ბენატიას შენარჩუნება სურს და მცველს ახალი ხელშეკრულებაც შესთავაზა, მაგრამ მაროკოელი პირადი კონტრაქტის დეტალებით უკმაყოფილოა.

 

0.114471