ფეხბურთი

1:08 | 2.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” “ატლეტიკოს” შლის?

მიმდინარე ზაფხულს ლონდონის “ჩელსი” მადრიდის “ატლეტიკოს” 3 ფეხბურთელის ყიდვას აპირებს. AS-ის ცნობით, “სამეფო კლუბი” დიეგო კოშტას, დიეგო გოდინის და ფილიპე ლუისის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს გაღებას გეგმავს. აქედან 50 მილიონი კოშტა ღირს, 24 ფილიპე ლუისი და დაახლოებით ამდენივე – გოდინი.

გარდა ამისა, “ჩელსი” “ატლეტიკოდან” ტიბო კურტუას დაბრუნებას აპირებს. შესაძლოა, ლონდონელებმა აღნიშნულ გარიგებებში ბელგიელი გოლკიპერიც ჩართონ და იგი ისევ “ვისენტე კალდერონზე” გაუშვან.

0.117018