ფეხბურთი

1:45 | 2.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” “ატლეტიკოს” ლიდერებს ეპატიჟება

ლონდონის “ჩელსი” მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელებით გაძლიერებას აპირებს. The Telegraph-ის ცნობით, “არისტოკრატთა” ინტერესის სფეროში მცველი ფილიპე ლუისი და ფორვარდი დიეგო კოშტა იმყოფებიან.

წინასწარი ინფორმაციით, ლუისის ტრანსფერი, რომელსაც ჟოზე მოურინიო ეშლი კოულის შემცვლელად ამზადებს, 16.5 მილიონი გირვანქა დაჯდება, ხოლო კოშტას სანაცვლოდ ინგლისელები 31.5 მილიონის გაღებას აპირებენ.

მოსალოდნელია, რომ მომავალ ზაფხულს “ჩელსიში” ამოჰყოფს თავს “ტოტენჰემის” ნახევარმცველი პაულინიოც. 25 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ ლონდონელები ფორვარდ რომელუ ლუკაკუს დათმობას გეგმავენ და ცხადია, ზედ თანხასად დაამატებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118855