ფეხბურთი

20:10 | 5.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩელინოს “ლიდსის” შეძენის უფლება მისცეს

ცნობილ იტალიელ ბიზნესმენს, მასიმო ჩელინოს “ლიდს იუნაიტედის” შეძენის უფლება მისცეს. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მისი აპელაცია დაკმაყოფილდა.

ცოტა ხნის წინათ ცნობილი გახდა, რომ ჩელინო “ლიდსის” აქციების 75%-ის ყიდვას აპირებდა. მოგვიანებით, ფეხბურთის ასოციაციამ მას ინგლისური კლუბის შეძენა აუკრძალა. ამის მიზეზი ისაა, რომ ჩელინო, სამშობლოში, გადასახადების გადაუხდელობაშია შემჩნეული.

იტალიელმა ბიზნესმენმა ფეხბურთის ასოციაციის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომელიც დამოუკიდებელმა კომისიამ განიხილა და დააკმაყოფილა.

ჩელინოს ადვოკატის თქმით, მისი კლიენტი დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას და “ლიდსის” შეძენას აპირებს.

0.11839