მთელს მსოფლიოში ყველა დიდ საფეხბურთო კლუბს ჰყავს თუნდაც ერთი ცნობილი ქომაგი, რომლითაც ეს კლუბი მუდამ ამაყობს და ეს ფაქტი გუნდის სხვა ქომაგებისათვის ერთგვარი გამამხნევებელი ფაქტორი და სტიმულია.
ცნობადობის თვალსაზრისით, მილანის “ინტერი“ ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბია და არც ცნობილი გულშემატკივრები აკლია. თუმცა, მათ შორის მომღერალი ადრიანო ჩელენტანო ალბათ მაინც სხვა კალიბრის ვარსკვლავია.
ადრიანო ”შავ-ლურჯების” მატჩებს ხშირად ესწრება და წლევანდელ სეზონში დიდი იმედი აქვს, რომ ”ინტერი” კვლავ მაღალი ადგილებისათვის იბრძოლებს. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ადრე მისი გული ალესანდრო დელ პიეროსა და მისი თაობის “იუვენტუსს” ეკუთვნოდა და მისი აზრით, მარჩელო ლიპის დამოძღვრილი “იუვენტუსი” სულ სხვა სიდიადის კლუბი იყო.