მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერმა ჰოლანდიის ქალაქ მიდელბურგში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე 3 გამარჯვება იზეიმა, მეტის გაკეთება კი ვეღარ შესძლო.
ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციაში 2 მატჩი მოიგო, რასაც 1 წარმატებული შეხვედრა ძირითად ბადეშიც წაამატა, მერვედფინალში კი ჰოლანდიელ ანჟელიკ ვან დერ მეეტთან უშანსოდ – 1:6, 0:6 დამარცხდა.