ფეხბურთი

0:57 | 1.08.2013 | ნანახია 2577 - ჯერ

ჩავი: “ნეიმარი და მესი ერთმანეთს გააძლიერებენ”

“ბარსელონას” ერთ-ერთმა ლიდერმა, ჩავი ერნანდესმა, ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. 33 წლის კატალონიელმა კომენტარი “რეალზე”, ფაბრეგასზე, ტიაგოსა და ნეიმარზე გააკეთა.

“ნეიმარი ის ფეხბურთელია, რომელსაც გუნდებს შორის სხვაობის შექმნა შეუძლია. მას შეუძლია გატანა და თამაშის მიმდინარეობის შეცვლა. ის ბრწყინვალე ფეხბურთელია, რომლის თამაშითაც სიამოვნებას მივიღებთ. ნეიმარს ადაპტაციასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ექნება. ის და მესი ერთმანეთს უკეთესს გახდიან.”

“შეცდომა იყო თუ არა ტიაგოს “ბაიერნში” გადასვლა? ამას დრო გვიჩვენებს. ის დიდი ტალანტია, რომელმაც წასვლა გადაწყვიტა. “ბარსელონამ” მომავალი ვარსკვლავი დაკარგა, მაგრამ ამ კლუბში ასეთები კვლავ არიან. მაგალითად, სერხი რობერტო.”

“ფაბრეგასი მშვიდი და მოტივირებულია. მის ტრანსფერთან დაკავშირებით სათქმელი არაფერია. გავრცელებული ინფორმაცია პრესის მიერ მოგინილი ჭორია.”

“რეალის” თამაში თითქმის არ მინახავს. ვფიქრობ, მადრიდელები ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელებით საკმაოდ გაძლიერდნენ. ისინი ღირსეულ კონკურენციას გაგვიწევენ. “რეალი”, როგორც ყოველთვის, ტიტულებისთვის იბრძოლებს.

ბეილი? მისი მონაწილეობით სრული თამაში არ მინახავს. არ ვიცი, რამდენი ღირს ის.” – აცხადებს ჩავი ერნანდესი.


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:53 | 03.08.2013
S.A.F. (2852)

1

14:07 | 01.08.2013
ashley judd (134)

აი ხვალ შევხედავთ

12:06 | 01.08.2013
tomuri (1422)

უჭკვიანესი ნახევარმცველი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო, ოქროს ბურთს ნაღდად იმსახურებდა შარშანწინ მაინც...

09:55 | 01.08.2013
"სანამ წარბას არ გააგდებენ რეალი ისე ვერაფერს აიღებს" ისე ხო რას ამბობ :D (5283)

ჩავეეექს

08:57 | 01.08.2013
bar-rafaeli (203)

ჩემი პირადი ლეგენდა, როგორ გული მწყდება რომ ოქროს ბურთი არ აქვს
ადამიანი ლეგენდა, ადამიანი კაპიტანი, და უბრალოთ ადამიანი მაესტრო

04:34 | 01.08.2013
mushni (93569)

ჩავიი---ტერასელი ბიჭიიიიიიიიიიი

04:06 | 01.08.2013
LIONEL MESSI (1786)

რახან ამან თქვა ვინ უნდა შეეწინააღმდეგოს მოიყვანე პალაჟენია თუ მესის უჭირავს ისევ მყარად ხელში ? მაგი ნიშნავს არა ისევ განაბებს

02:50 | 01.08.2013
mushni (93569)

ისე როდის წახვალ ძმა--ფეხბურთიდან??? ჩავიტოო

02:22 | 01.08.2013
111111 (5084)

პირველი არხის" ფეისბუქ გვერდი
შეგიძლიათ მიწეროთ პირად შეტყობინებაში და დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია !!!
გვაჩვენეთ ფეხბურთი !!!
0?'>https://www.facebook.com/1stchannel?fref=ts':'>https://www.facebook.com/1stchannel?fref=ts'))

01:22 | 01.08.2013
fantastika (2333)

ბარსა ჯერ იმეფებს!

01:05 | 01.08.2013
nika-man (1456)

ბეილზე როგორ აარიდა ძმამ პასუხი, არადა ეგ ხო ყველამ იცის რასაც ნიშნავდა. ისე გამაგებინეთ რუნი თუ 30 მილიონი ღირს ბეილი ვინ ჩემი კომბალია რომ 85 და 100 მილიონი დაადეს ფასი?

01:21 | 01.08.2013
fantastika (2333)

გაუმარჯოს, წინა სტატიაზე კითხვა დამისვი კომენტარებში, გახსოვს ალბათ, ფელაინის სტატიაზე..., ბელგიის ნაკრების მწვრთვნელი მარკ ვილმოტცია-ყოფილი ფეხბურთელი, ბელგიის ნაკრების იგროკი, შემდეგ პოლიტიკოსობა მოინდომა, საარჩევნო კენჭისყრაშიც იღებდა მონაწილეობას, მარააა....შერჩა ბელგიის ნაკრები. ეს თუ არ გაიგე აქამდე იმიტომ გიპასუხე, ის კითხვა გვიან ვნახე მე.

01:38 | 01.08.2013
nika-man (1456)

ra maxsovroba gqonia, eg mgoni 1 kviris winandeli bazaria ara? madloba yovelishemtxvevistvis dzma

01:47 | 01.08.2013
fantastika (2333)

ხო დამპალი მახსოვრობა მაქ

01:05 | 01.08.2013
Deulofeu (13279)

კიდევ მესი და ნეიმარი? აუუუუუ დავიღალეთ რა

12:58 | 01.08.2013
NGoLo KaNte (36472)

)

0.127837