ფეხბურთი

21:48 | 22.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: “მოურინიოს წასვლა ესპანური ფეხბურთისთვის დიდი დანაკლისია”

“ბარსელონას” ვიცე-კაპიტანი ჩავი ერნანდესი ჟოზე მოურინიოს “რეალიდან” წასვლას ესპანური ფეხბურთის დანაკარგად მიიჩნევს და აცხადებს, რომ პორტუგალიელი კატალონიური კლუბის ფეხბურთელებს მოტივაციას მატებდა.

“ვნახოთ, რა ბედი ელის “რეალს” მომავალში. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მადრიდელები ტიტულების მოგებას მოურიონოსთან ერთადაც განაგრძობდნენ და მის გარეშეც.

“რეალს” ნაკლები ყურადღება უნდა დავუთმოთ და კონცენტრაცია ჩვენს გუნდზე მოვახდინოთ.

მოურინიო ძალიან წინააღმდეგობრივი პიროვნებაა. ის ყოველთვის გვძენდა დამატებით მოტივაციას. რთულია იმის თქმა, დაგვაკლდება თუ არა მოურინიო ჩვენ. თუმცა, მისი წასვლა ესპანური ფეხბურთისთვის დიდი დანაკლისია. ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელს ვკარგავთ.” – ციტირებს ჩავის სიტყვებს Marca.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103738