კატალონიის “ბარსელონას” ვეტერანი ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი დამწუხრებულია იმის გამო, რომ ლეო მესი მის გუნდს ხანგრძლივი დროით გამოაკლდა, მაგრამ “ბარსას” ვიცე-კაპიტანი დარწმუნებულია, რომ არგენტინელი ტრავმის მორჩენის შემდეგ უფრო ძლიერი დაბრუნდება.
“ყველამ იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მესი გუნდისთვის. ის გუნდებს შორის სხვაობას ყოველ თამაშში ქმნის. არ არსებობს სხვა ფეხბურთელი, რომელსაც იგივეს გაკეთება შეუძლია, რასაც მესი მოედანს სჩადის.
დარწმუნებული ვარ, რომ მესი უფრო ძლიერი დაბრუნდება, რაც ყველასთვის კარგი იქნება.” – აცხადებს ჩავი ერნანდესი.
შეგახსენებთ, რომ მესი, რომელმაც მიმდინარე სეზონში მხოლოდ 16 თამაში ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა, გუნდს დაახლოებით 2 თვით გამოაკლდა.