კატალონიის “ბარსელონას” ვეტერანი ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. Barcastuff-ის ცნობით, ვეტერან შუახაზელს მიკროტრავმა აწუხებს.
აღსანიშნავია, რომ გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობენ მცველები – ჟორდი ალბა და ჟერარ პიკე. პიკეს საზარდული აქვს დაზიანებული, ჟორდი ალბა კი, ოქტომბერში მიღებულ ბარძაყის ტრავმას ჯერ კიდევ იშუშებს.
დიდი ალბათობით, ჩავი ხერარდო მარტინოს გუნდს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის უახლოეს ტურშივე დაუბრუნდება. რაც შეეხებათ მცველებს, მათი საბოლოო დიაგნოზი, ჯერჯერობით, უცნობია.