დღეს, ჰოლანდიის თასის 1/8-ფინალში სტუმრად კერკრადეს “როდასთან” ჩასატარებელ მატჩში გიორგი ჭანტურია არნემის “ვიტესის” სასტარტო შემადგენლობაში იქნება. ამის შესახებ ჰოლანდიური გამოცემა elfvoetbal.nl-ი იუწყება.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ბოშმა გადაწყვიტა, რომ მაიკ ჰავენარის არყოფნაში ქართველი შემტევი ნახევარმცველი ათამაშოს.
მიმდინარე სეზონში, ჭანტურიას “ვიტესის” სასტარტოში თამაში ხშირად არ უწევს და “როდასთან” მას თავის კარგი შანსი ეძლევა.